ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში დასრულდა წლის რიგით მესამე სარეიტინგო ტურნირი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში.

ქართველმა მოჭიდავეებმა ასპარეზობის დასკვნით დღეს სამი ფინალური შეხვედრიდან ორში გაიმარჯვეს და უულუ კოჟომკულის და რაატბეკ სანატბაევის სახელობის ტურნირზე გამოსვლა სამი ოქროს მედლით დაასრულეს.

დღეს, 79 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა ვლადიმერ გამყრელიძემ, რომელმაც ბაჰრეინელ ხიდირ საიფუტდინოვს 3:2 სძლია და 92 კგ წონით კატეგორიაში მირიან მაისურაძემ, რომელმაც მონღოლი განხუიაგ განბაატარს 6:1 მოუგო. 

ფინალურ შეხვედრაში ყირგიზ ტაიირბეკ ჟუმაშბეკ უულუსთან 2:8 დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა შოთა ფარტენაძემ

57კგ
ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ბექა ბუჯიაშვილი ცინელ ვან ჰაო ცოსთან 0:7 დამარცხდა
1. ალმაზ სნამბეკოვი (ყირგიზეთი) - 25 ქულა
2. ბეკზატ ალმაზ უულუ (ყირგიზეთი)
3. ვან ჰაო ცო (ჩინეთი) - 15 ქულა
3. მეირამბეკ კარტბაი (ყაზახეთი) - 15 ქულა
5. ბექა ბუჯაშვილი (საქართველო) - 10 ქულა

61კგ
ფინალური შეხვედრა შოთა ფარტენაძემ ტაიირბეკ ჟუმაშბეკ უულუსთან 2:8 წააგო
1. ტაიირბეკ ჟუმაშბეკ უულუ (ყირგიზეთი) - 25 ქულა
2. შოთა ფარტენაძე (საქართველო) - 20 ქულა
3. აბდუმალიკ კარაჩოვი (ყირგიზეთი)
3. ემრაჰ ორმანოღლუ (თურქეთი) - 15 ქულა

65კგ
1. ტულგა ტუმურ ოჩირი (მონღოლეთი) - 25 ქულა
2. ალიბეკ ოსმონოვი (ყირგიზეთი) - 20 ქულა
3. აბდულმაჟიდ კუდიევი (ტაჯიკეთი) - 15 ქულა
3. იკრომჟონ ხაჯიმუროდოვი (ყირგიზეთი) 

70კგ
ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში გიორგი ელბაქიძე ყირგიზ ერნაზარ ახმატალიევთან 0:9 დამარცხდა
1. ოროზობეკ ტოკტომამბეტოვი (ყირგიზეთი) -  25 ქულა
2. სირბაზ ტალგატი (ყაზახეთი) - 20 ქულა
3. ერნაზარ ახმატალიევი (ყირგიზეთი)
3. სერვეტ ჩოშკუნი (თურქეთი) - 15 ქულა
5.გიორგი  ელბაქიძე (საქართველო) - 10 ქულა

74კგ
ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ტაჯიკმა მაგომეტ ევლოევმა ოთარ ბაგაური ბეჭებით გააკრა ხალიჩას
1.  ტურან ბაირამოვი გაჯიევი (აზერბაიჯანი) - 25 ქულა
2. ჯაბრაილ გაჯიევი (აზერბაიჯანი)
3. მაგომეტ ევლოევი (ტაჯიკეთი) - 15 ქულა
3. ხაჯიმურად გაჯიევი (აზერბაიჯანი)
5. ოთარ ბეგაური (საქართველო) - 10 ქულა

79კგ
1. ვლადიმერ გამყრელიძე (საქართველო) - 25 ქულა
2. ხიდირ საიფუტდინოვი (ბაჰრეინი) - 20 ქულა
3. ადილეტ მარატბაევი (ყირგიზეთი) - 15 ქულა
3. ჟიგერ ზაკიროვი (ყაზახეთი) - 15 ქულა

86კგ
ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ტარიელ გაფრინდაშვილი უზბელკ ჯავრაილ შაპიევთან 9:10 დამარცხდა
1. მაგომედ შარიპოვი (ბაჰრეინი) - 25 ქულა
2. აბუბაკრ აბუკაროვი (აზერბაიჯანი) - 20 ქულა
3. ჯავრაილ შაპიევი (უზბეკეთი) - 15 ქულა
3. აზამატ დაულატბეკოვი (ყაზახეთი) - 15 ქულა
5. ტარიელ გაფრინდაშვილი (საქართველო) - 10 ქულა


92კგ
1. მირიან მაისურაძე (საქართველო) - 25 ქულა
2. განხუიაგ განბაატარი (მონღოლეთი) - 20 ქულა
3. ანდრო მარგიშვილი (საქართველო) 
3. ჟუმაბაი აერგენი (ჩინეთი) - 15 ქულა

97კგ
1. ახმედ ტაჟუდინოვი (ბაჰრეინი) - 25 ქულა
2. ავუსაიმან ჰაბილა (ჩინეთი) - 20 ქულა
3. მაგომედ იბრაგიმოვი (უზბეკეთი) - 15 ქულა
3. ნურსულტან აზოვი (ყაზახეთი) - 15 ქულა


125 კგ
1. გენო პეტრიაშვილი (საქართველო) - 25 ქულა
2. სანდორბეკ ხოლმატოვი (უზბეკეთი - 20 ქულა
3. ჟივეი დინი (ჩინეთი) - 15 ქულა
3. ბუჰეერდრუნ ბუჰეერდრუნი (ჩინეთი) 

შეგახსენებთ, რომ გუშინ 125 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი გენო პეტრიაშვილმა მოიპოვა.

გუნდურ ჩათვლაში საქართველომ ქულით პირველი ადგილი დაიკავა