დღის სიახლეები
21 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია წმიდისა მთავარანგელოზისა მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ძალთა კრებას აღნიშნავს.
საზოგადოება1795234914
პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან მაჭავარიანის თქმით, ევროკავშირის მხრიდან იმდენად უპასუხისმგებლო და არასერიოზული განცხადებები კეთდება, რომ ჩნდება კითხვა, რეალურად სურთ თუ არა გაფართოება, რითაც უპასუხა დასმულ კითხვას „ევრონიუსის“ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, ევროკავშირის ელჩებმა მხარი დაუჭირეს ახალი წევრებისთვის ათწლიანი გამოსაცდელი პერიოდის დაწესებას, რაც, დარღვევების შემთხვევაში, ხმის უფლების შეჩერებას ითვალისწინებს.
1795264362
მსოფლიო
ბიზნესი
"ჩვენ სულ რამდენიმე დღის წინ ხელი მოვაწერეთ რეგიონულ ახალ შეთანხმებას, რომელიც გულისხმობს საქართველოს, ბულგარეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობას სახმელეთო ელექტროგადამცემი ქსელების შემდგომი განვითარების თვალსაზრისით, იმისთვის, რომ აზერბაიჯანში და საქართველოში გენერირებული ელექტროენერგიის შემდგომი ექსპორტი მოხდეს თურქეთში და ევროკავშირის ქვეყნებში“, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ვარშავაში განაცხადა, სადაც „პარტნიორობა ტრანსატლანტიკური ენერგეტიკული თანამშრომლობისთვის“ (P-TEC) რიგით მეშვიდე მინისტრიალში მიიღო მონაწილეობა.
1795251012
„ვარშავაში გამართულ ენერგეტიკის მინისტერიალზე ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, ამომწურავად გვესაუბრა იმ დადებით დინამიკაზე, რომელიც შეინიშნება ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკის სექტორში, ვისაუბრეთ 10-წლიან სამოქმედო გეგმასა და სტრატეგიაზე, რომელიც გულისხმობს ჩვენი ქვეყნის ელექტროენერგეტიკის სექტორში სრულ თვითმყოფადობას 10 წლის თავზე“ - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
1795250794
სპორტი
76 წლის ასაკში „დინამო თბილისის“ „ოქროს თაობის“ ერთ-ერთი წარმომადგენელი გოჩა მაჩაიძე გარდაიცვალა, – ინფორმაციას ოჯახის ახლობლები ავრცელებენ.
1795242794
ეროვნულ ლიგაში ოცდამეცამეტე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს
1795198063
სხვა სიახლეები
ყოველი ჩვენგანის გვერდით ყოველთვის დგას ჩვენი მფარველი ანგელოზი, რომელსაც ძალიან ვუყვარვართ. ნამდვილი სიყვარული თავგანწირვის გარეშე არ არსებობს. ის ასეთი სიყვარულით გვემსახურება. ბოროტებასთან ბრძოლაში მარტო არ ვრჩებით, ის ყოველთვის ჩვენ გვერდით არის, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ მთავარანგელოზობას, თბილისის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
1795264189
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა.
1795258951
საქართველოს პროკურატურის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, მართლმსაჯულების პროცესში ბავშვის უფლებებზე, სენაკის კერძო სკოლა “ სხივში”, ქ. ფოთის N6 და აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სუჯუნის საჯარო სკოლებში პროკურორებმა საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. .
1795257417
საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავა, ხოლო ერთს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა.
1795251287









