სლოვაკეთის ქალაქ ბრატისლავაში, საერთაშორისო რეგატა კანოე-კაიაკში გაიმართა, სადაც  ფოთელმა ნიჩბოსანმა გია გაბედავამ ( მწვრთნელი - ზურაბ მალანია) წარმატებით იასპარეზა.

გაბედავამ  200 მ. დისტანციაზე  პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო  500 მ. დისტანციაზე მესამე საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა.

აღსანიშნავია, რომ წყვილთა შორის ასპარეზობაში, მცხეთელ გიორგი ეკალაძესთან ერთად გია გაბედავამ, ვერცხლის მედალი მოიპოვა.