პირველად, პარიზის დიდი სლემისთვის, საფრანგეთის ჩოგბურთის ფედერაცია (FFT), ონლაინ შევიწროებისა და სიძულვილის ენის საწინააღმდეგო ინსტრუმენტს, ყველა მოთამაშისთვის ხელმისაწვდომს ხდის.

ჩოგბურთელთა სოციალური მედიის ანგარიშებზე გვხვდება შეურაცხყოფა, სიკვდილით მუქარა და ტროლების მხრიდან სიძულვილის და ზოგჯერ რასისტული და ჰომოფობიური კომენტარები. ამის საპასუხოდ, FFT-მა, რომელმაც 2018 წელს ფრანგი მოთამაშეებისთვის მხარდაჭერის განყოფილება შექმნა, გადაწყვიტა, Bodyguard.ai ტექნოლოგიის გამოყენებით, ონლაინ შევიწროების წინააღმდეგ გააძლიეროს ბრძოლა.

"როლან-გაროსი" სოციალურ მედიაში მოთამაშეებისთვის უსაფრთხო სივრცის შექმნას ყოველთვის პრიორიტეტად მიიჩნევდა. ახალი სისტემის მეშვეობით, ისინი დაცული იქნებიან ყველა სახის შევიწროებისგან (დისკრიმინაცია, შეურაცხყოფა, დაცინვა, მუქარა და ა.შ.) და თავიანთ გულშემატკივრებთან უსაფრთხო ურთიერთობა შეეძლებათ.

"სოციალური მედია სიძულვილისა და მტრობის გამოხატვის მთავარი გამტარია, ეს ყველაფერი ანონიმურობის საფარშია", - თქვა იან გერინმა, Bodyguard.ai-ს სპორტის განყოფილების ხელმძღვანელმა.

"ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიფხიზლე ამ სამწუხარო რეალობის მიმართ. მადლობას ვუხდით საფრანგეთის ჩოგბურთის ფედერაციას და როლან-გაროსის ორგანიზატორებს ამ კოლექტიურ ბრძოლაში ჩართვისთვის. ჩვენი მიზანია, დავიცვათ მოთამაშეები და მათი ფსიქიკური ჯანმრთელობა".

ყოველდღიური მოხსენებები და გაფრთხილებები რეალურ დროში

ტექნოლოგია იცავს ძირითად თამაშში მონაწილე ყველა მოთამაშის და FFT-ისა და როლან-გაროსის ოფიციალურ ანგარიშებს. იმ ტექნოლოგიის გამოსაყენებლად, რომელიც კონკრეტულად Facebook-ზე, Instagram-სა და Twitter-ზე გაკეთებულ საჯარო კომენტარებს არეგულირებს, მოთამაშეებმა უნდა დაასკანერონ QR კოდის მანამ, სანამ შევლენ თავის სოციალური მედიის ანგარიშებში. GDPR მიზეზების გამო, პირადი შეტყობინებები არ იქნება მოდერირებული.

Bodyguard.ai ორგანიზატორებს მიაწვდის ყოველდღიურ ანგარიშებს (მიღებული შეტყობინებების რაოდენობა, წაშლილი შეტყობინებების რაოდენობა და ა.შ.), გააფრთხილებს რეალურ დროში იდენტიფიცირებული თავდასხმის შემთხვევაში.

"ეს შესანიშნავია მოთამაშეების გონებრივი კეთილდღეობისთვის", - თქვა ტურნირის დირექტორმა ამელი მაურესმომ. "მოუთმენლად ველოდები, როგორი რეაქცია ექნებათ ამაზე მოთამაშეებს."

წყარო