„როლან გაროსზე"  ერთეულთა თანრიგებში მეოთხედფინალური შეხვედრები დაიწყო

კაცთა შორის ერთეულთა განრიგში ნოვაკ ჯოკოვიჩს კარენ ხეჩანოვმა პირველი ორი სეტი გაუწია წინააღმდეგობა, მესამე და მეოთხე სეტში კი კლასში სხვაობამ თავისი სიტყვა თქვა და ჯოკოვიჩმა შეხვედრა 4:6, 7:6(7:0), 6:2, 6:4 მოიგო. 


ნახევარფინალში მსოფლიო რეიტინგში მესამე საფეხურზე მყოფი ნოვაკ ჯოკოვიჩი მსოფლიო რეიტინგის პირველ და მეხუთე ნომრებს, კარლოს ალკარასსა და სტეფანოზ ციციპასს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ბადეს მეორე ნახევრიდან ნახევარფინალში გასავლელად დანიელი ჰოლგერ რუნი (N6) და ნორვეგიელი კასპერ რუდი (N4) და გერმანელი ალექსანდრ ზვერევი (N27) და არგენტინელი ტომას მარტინ ეჩევერი (N49) ითამაშებენ.

აღსანიშნავია, რომ „როლან გაროსი" 205 წლიდან დღემდე 14-ჯერ რაფაელ ნადალმა მოიგო, ერთხელ როჯერ ფედერერმა (2009), ერთხელ ვავრინკამ (2015) და ორჯერ ნოვაკ ჯოკოვიჩმა (2016, 2021).

ქალთა ერთეულებში ავსტრალიის ღია ჩემპიონატის გამარჯვებულმა, ბელარუსმა არინა საბალენკამ 6:4, 6:4 დაამარცხა უკრაინელი ელინა სვიტოლინა.


ამ უკანასკნელმა თამაშის შემდეგ, ისევე როგორც პირველ წრეში თანამემამულე მარტა კოსტიუკმა, საბალენკას ხელი არ ჩამოართვა და მის ამ ჟესტს „როლან გაროსზე" შეკრებილი გულშემატკივრების სტვენა მოჰყვა.