ალბანეთის ქალაქ დურესში ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს.

17 წლამდე ასაკის ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო პირველობაზე 102 კგ წონით კატეგორიაში საბა ადამიამ სამი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

საბა ადამია  ატაცში 137კილოგრამის (128კგ, 132კგ, 137კგ), აკვრაში კი 168 კილოგრამის დაძლევით ორი მცირე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, ორჭიდის ჯამში მოგროვილი 305 კილოგრამით კი დიდი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

1. ნიკიტა აბდრახმანოვი, ყაზახეთი 369კგ (164კგ+205კგ)
2. საბა ადამია, საქართველო 305კგ (137კგ+168კგ)
3. მარცინ ციოლკოვსკი, პოლონეთი 302კგ (136კგ+166კგ)