ალბანეთის ქალაქ დურესში 17 წლამდე ასაკის ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს.

17 წლამდე ძალოსანთა მსოფლიო პირველობაზე 81 კგ წონით კატეგორიაში მარიამ მურღვლიანმა სამი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

მარიამ მურღვლიანი  ატაცში 102კილოგრამის (95კგ, 99კგ, 102კგ), აკვრაში კი 127 კილოგრამის დაძლევით ორი მცირე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, ორჭიდის ჯამში მოგროვილი 229 კილოგრამით კი დიდი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

1. შამს მოჰამედ აჰმედ აბდელაზიმი, ეგვიპტე 232კგ (103კგ+129კგ)
2. მარიამ მურღვლიანი, საქართველო 229კგ (102კგ+127კგ)
3. ემა პოღოსიანი, სომხეთი კგ 221კგ (98კგ+123კგ)