საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ფოტოს ავრცელებს და წერს, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში, მასზე იძალადეს:

"ადგილი: თბილისი
 დრო 11:46
 თარიღი: 12 ივლისი 2022 წელი
 დაზარალებული: გიორგი ფხაკაძე
 მოძალადე - ჯერ კიდევ არის ქუჩაში 
 მე, გიორგი ფხაკაძე, ვარ დაუცველი საქართველოში 
 მე, გიორგი ფხაკაძეს, არ მიცავს სახელმწიფო 
 საქართველოს პროკურატურა - საკუთარ სამსახურს შეურაცხყოფას აყენებთ (დაზარალებულად ჯერ არ მცნო, ფიქრობს უკვე 5 თვეა)
 საქართველოს საპატრულო სამსახური - საკუთარ თავს შეურაცხყოფას აყენებთ (ჩემი საქმე თაროზეც არ არის შემოდებული, დაკარგული ყოფილა)
 საქართველოს სასამართლო - საკუთარ თავს შეურაცხყოფას აყენებთ (მოძალადე 2-ჯერ გაფრთხილებით გამოუშვეს, ჯარიმაც კი არ დაუწესეს)
 მე თუ არ ვარ დაცული, თქვენ ხართ დაცული?!
 არა ძალადობას " - წერს გიორგი ფხაკაძე.