არ შეიძლება, სიკეთე "ბევრი" ან "საკმარისი" იყოს - ამის შესახებ ფილოლოგი, გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.

„არ შეიძლება, სიკეთე "ბევრი" ან "საკმარისი" იყოს, როცა აკეთებ სხვისთვის - ეს არასდროს დათვალო და სამაგიერო არ მოითხოვო. ნურც ვნებიანი მოლოდინით დაელოდები.

მას განზომილება აქვს, როცა შენთვის აკეთებენ - ეს ყოველთვის დათვალე და მადლიერებით მიიღე, რადგან არაფერია იმაზე უარესი, როდესაც ღმერთი ადამიანით თვალებში გიყურებს და შენ სარგებლისკენ იმზირები“,- წერს გია მურღულია.