თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული საქართველოს ხუთი მოქალაქე აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ მოინახულა.
ერთი დაშავებულის მდგომარეობა მედიკოსების მიერ მძიმედ ფასდება. საშუალო სიმძიმის 3 პაციენტი მრავლობითი მოტეხილობით და სისხლჩაქცევებით კლინიკაში გააგრძელებს მკურნალობას, ხოლო მსუბუქად დაზიანებული ერთი პირი ხვალ დატოვებს კლინიკას. დღეს, ქალაქ ტრაპიზონთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა, რომელიც უკვე საქართველოშია გადმოსვენებული.