GE EN

რეგიონები

ძლიერმა წვიმამ გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა დააზიანა

ძლიერმა წვიმამ გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა დააზიანა. ლანჩხუთში სოფელ ქვემო მამათსა და ხორეთში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი იმყოფებოდნენ, სადაც სტიქიის შედეგებს პირადად გაეცნენ. 

1696352307

აჭარაში, ინტენსიური წვიმის გამო, სტიქიური პროცესები განვითარდა

მოსული უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა ბათუმისა და ქობულეთის უბნების ნაწილი. მეწყრული პროცესები განვითარდა  ქობულეთის, ხელვაჩაურისა და შუახევის მუნიციპალიტეტში, სადაც შეფერხებულია  საავტომობილო გადაადგილება.

1696346896

ქობულეთის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად მიყენებული ზარალის შესწავლა მიმდინარეობს

დილიდან განახლდა დატბორილი და დაზიანებული მონაკვეთების მოწესრიგების სამუშაოები. დაიტბორა ცენტრალური ბაზრის ტერიტორია - ინფორმაციას ამის შესახებ ქობულეთის მერია ავრცელებს.

1696346763

არჩილ ჩიქოვანი: ბათუმში მოსულ უხვ ნალექს შეფერხებები არ გამოუწვევია

„ბათუმის წყალის“ ყოროლისწყლის სათავე ნაგებობაზე უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარემ დააზიანა არსებული დამბა და მიმდებარე ინფრასტრუქტურა. ადგილზე იმყოფებოდა ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად.

1696345851

მდინარე ნატანებზე არსებული ხიდის დაზიანების გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს,  საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შეკვეთილი-ქობულეთი-ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გზის კმ0+400 მონაკვეთზე, შეკვეთილში, მდინარე ნატანებთან არსებული ხიდის სავალი ნაწილი დაზიანდა. აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

1696335693

ბათუმში სტაბილური მდგომარეობაა

ინტენსიურად ხორციელდება ზღვაში გამსვლელი არხების გაწმენდითი სამუშაოები, ასევე იწმინდება სანიაღვრე არხები და ცხაურები.

1696330910

შეკვეთილში, მდინარე ნატანებთან ხიდის ნაწილი ჩაინგრა

გზა  საპატრულო პოლიციას ყვითელი ლენტით  აქვს შემოსაზღვრული და  საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია.

1696330850

ლანჩხუთში, ადიდებულმა მდინარემ ხორეთი-ჩოჩხათის დამაკავშირებელი დროებითი ხიდი წაიღო - 150-მდე ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი

მუნიციპალიტეტში უამინდობამ პრობლემები შექმნა. ადიდებულმა მდინარემ ხორეთი-ჩოჩხათის  დამაკავშირებელი დროებითი ხიდი წაიღო.რის შედეგადაც 150 ოჯახამდე მოწყვეტილია გარესამყაროს.

1696329192

ყვარელში ავტომობილი დაიწვა, დაღუპულია ორი ადამიანი

გვიან ღამით, ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა.

1696320549

ირაკლი ქარსელაძე მსოფლიო საგზაო კონგრესის ფარგლებში გამართულ მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე მსოფლიო  საგზაო კონგრესის ფარგლებში გამართულ მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა.

1696320022

ენმ: თელავში მრავლბინიანი კორპუსის ეზოებს ის კომპანია აპირკეთებს, რომელსაც წარსულში მერიამ ხელშეკრულება შეუჩერა

თელავში, მრავალბინიანი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოებს იგივე კომპანია ახორციელებს, რომელსაც წარსულში აღნიშნულ პროექტზე არაკეთილსინდისიერად შესრულებული სამუშაოების და არაერთი ვადაგადაცილების  გამო  თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ ხელშეკრულება შეუჩერა.

1696319794

ოზურგეთში წვიმამ სახლები და საკარმოდამო ნაკვეთები დატბორა

ოზურგეთში  ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. უხვი ნალექის შედეგად ადიდებული მდინარეები  კალაპოტიდან გადმოვიდა.

1696317803

ფოთში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა

დაიტბორა რამდენიმე ქუჩა, ეზოები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები.

1696317440

ლაგოდეხში ველოსიპედით მოძრავ 14 წლის ბიჭს მანქანა დაეჯახა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში  14 წლის ბიჭს  მანქანა დაეჯახა.

1696249254

წყალტუბოში ტრადიციული სახალხო დღესასწაული,,შემოდგომის წყალტუბო'' მეათედ აღინიშნა

 მწვანე ქალაქში საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით არაერთი შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა. წყალტუბომ დამეგობრებული ქალაქების იუნიევოს(პოლონეთი), სალდუსის(ლატვია), შილუტესა(ლიეტუვა ) და სეტგოტჰარდის(უნგრეთი) დელეგაციებს უმასპინძლა.

1696248246

სენაკის მერმა ახალი მოადგილეები წარადგინა

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ მოადგილეები წარადგინა.

1696247092

წყალტუბო საერთაშორისო ტურისტული ფილმების ფესტივალს მასპინძლობს

საერთაშორისო ტურისტული ფილმების ფესტივალის გახსნის ცერემონიას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი, ფესტივალის ორგანიზატორი, ნატალი სტიუარტ-ფოქსი, ასევე საქართველოს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტურიზმის სფეროს ექსპერტები, ინდუსტრიის წამყვანი სპეციალისტები ესწრებოდნენ.

1696243843

21-22 ოქტომბერს ქუთაისში CITYTHON ჩატარდება

36 საათის განმავლობაში ჰაკათონის მონაწილეები ქალაქში არსებული პრობლემების კრეატიულად და ინოვაციურად გადაჭრას შეეცდებიან.

1696243649

გურჯაანის მერობის კანდიდატმა 17 430 ხმა მიიღო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, გურჯაანში, მერის რიგგარეშე არჩევნებში ,,ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა 17 430 ხმა მიიღო.

1696238942

ხულოში, სოფელ ხიხაძირში, სახალხო დღესასწაული ,,ტბელობა“ გაიმართა

ღონისძიება სხლათის შერიფ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმიდან დაიწყო და სოფელ ხიხაძირში გაგრძელდა, სადაც საზეიმო ვითარებაში გაიხსნა ტბელ აბუსერისძის სახელობის სახლ-მუზეუმი.

1696138859

ქვემო ქართლში, ხრამ არხის სარწყავი სისტემის ერთ-ერთი წყალგამანაწილებლის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაასრულდა

შპს „საქართველოს მელიორაციამ“ ქვემო ქართლში, ხრამ არხის სარწყავი სისტემის ერთ-ერთი წყალგამანაწილებლის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაასრულა. 

1696072936

World Travel Awards-ზე ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა ევროპის წამყვანი ბოტანიკური ბაღის ნომინაციაში გაიმარჯვა

World Travel Awards-ზე ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა ევროპის წამყვანი ბოტანიკური ბაღის ნომინაციაში გაიმარჯვა.

1696055466

თორნიკე რიჟვაძე: გვაქვს ამბიციური გეგმა, 2025 წლისთვის აჭარაში ვუმასპინძლოთ 6 მილიონ ტურისტს და შევქმნათ მასშტაბური ინფრასტრუქტურა

დღეს ბათუმში, ტურიზმის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაჯილდოება იმართება. ბათუმი ''World Travel Awards''-ის ევროპის გალა ცერემონიას მასპინძლობს.

1696051024

ქუთაისში „ეკო ინოვაციების აკადემია“ გაიხსნა

ქუთაისის მუნიციპალიტეტში წარმატებით მიმდინარეობს. ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივა “მერები ეკონომიკური ზრდისთვის” (M4EG) ფარგლებში მიმდინარე საგრანტო პროექტი „მუნიციპალიტეტის ტრანსფორმაციის პორტფელი“.

1695982997

ბათუმში „World Travel Awards“-ის გალა ცერემონიის სამზადისი დასკვნით ეტაპზე

აჭარა „World Travel Awards“-ის დაჯილდოების ევროპის გალა ცერემონიისთვის ემზადება.

1695977947