წინა სეზონი იყო - მოწამლეს, მოკლეს, აშიმშილეს, აწამეს და ამ სერიალმა თავისი მაყურებელი დაკარგა ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნითაც და ახლა ახალ სეზონზე ახალი სერია იწყება - მიხეილ სააკაშვილი პრემიერად. ვნახოთ, ამ სერიალს რამდენი ხანი ექნება სიცოცხლისუნარიანობა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დასახელება.

როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა,  პრემიერობას სერიოზულად არ უყურებს.

„მე აღარ ვაფასებ სერიოზულად მის პრემიერ მინისტრობას. 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, თუმცა მის პრემიერობას არასერიოზულად ვუყურებ“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.