გამოიყენეთ დროულად უვიზო რეჟიმი რუსეთთან, აიყარენით და წადით აქედან, ვინც იმ ჭკუაზე ხართ, რომ პუტინი არის მოწყალე - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„30 წელზე მეტია დამოუკიდებელია ეს ქვეყანა და კიდევ პრიმიტიული აზროვნების ქვეშა ვართ. რა გვჭირს, ვინ დაგვწყევლა, ვერ ვარჩევთ ხალხნო ავს და კარგს?!  მტერი შემოგვყავს აქ?! რა დააშავა იმ შაჰ-აბასმა, მოყვრობა უნდოდა ჩვენთან. რომ ნახოთ ქართველ მეფეებს რას წერდა მამაშვილური სიყვარულით, თაფლი ამოდის პირიდან. ჯალალედინი სიძედ გვეძლეოდა საერთოდ. სიძეობა უნდოდა ჩვენი, რუსუდან დედოფალზე ქორწინება უნდოდა, რას ვერჩოდით იმ ხალხს. საქართველოს დაქცევა კი არ უნდოდათ, ისლამურ სამოთხედ უნდოდათ. გამოფხიზლდით ცოტა, კობახიძეა თქვენი იდეოლოგი უკვე. კობახიძეა ქართული ეროვნულობის განმსაზღვრელი პერსონა. გამოიყენეთ დროულად უვიზო რეჟიმი რუსეთთან, აიყარენით და წადით აქედან, ვინც იმ ჭკუაზეა, რომ პუტინი არის მოწყალე“- გააცხადა გუბაზ სანიკიძემ.