ეროვნული დროშა, ამაყად იფრიალებს ყველა ქალაქში ნაცების, უსამშობლოების, გლობალური ომის პარტიის მონების გულის გასახეთქად - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ხვალ ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის დღეს, ჩვენი სიამაყე, საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის სიმბოლო - ეროვნული დროშა, ამაყად იფრიალებს ყველა ქალაქში ნაცების, უსამშობლოების, გლობალური ომის პარტიის მონების გულის გასახეთქად. 26 მაისი საქართველოს ყველა ღირსეული მოქალაქის დღეა! ეს დღე ჩვენია!

დანარჩენებმა, ცალ ფეხზე მდგომმა წაკუზულებმა, საკუთარ მეპატრონეებს ევედრონ დაფინანსება ჩვენი დღის გასაფუჭებლად! ფული წინასწარ მოითხოვეთ მანქურთებო, იქნებ რამე შეგრჩეთ, ჩვენი დამოუკიდებლობის დღის შეურაცხყოფას არ გაგიტარებთ და მიჩმორებულები უფულოდაც არ დარჩეთ“- წერს სამხარაძე.