გამიზნულად ხდება ხოლმე, რომ პირველი ხოშტარია აკეთებს ცრუ, ფეიკ განცხადებებს საქართველო რუსეთთან დაკავშირებით, რადგან ხალხმა იცის რომ მისი დაფინანსების წყარო კრემლია, საზოგადოებისთვის პირდაპირ ასოცირდება რუსული კაკებეშნიკების გაზრდილ სუბიექტთან და მისი ტყუილიც კი შესაძლებელია ვინმესთვის დამაჯერებელი აღმოჩნდეს. - წერს "ქართული ოცნების" დეპუტატი დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში. 

"ხოშტარია დღემდე ფინანსდება რუსეთიდან და მას მჭიდრო ურთიერთობა აქვს მის იქაურ კოლეგებთან და კურსელებთან, კონკრეტულების ჩამოთვლას არ დავიწყებ, ისედაც კარგად იციან მეპატრონეებმა. ანუ ობიექტი, რომელიც ასოცირდება რუსეთთან, რა თქმა უნდა მისი ნათქვამი დეზინფორმაციაც უფრო დამაჯერებელია!

სათადარიგო პერსონაჟიც ყავთ, ჭიჭე ვაშაძე, რუსი მდგმურის (პოპოვი) გაპიარების გამო დროებით სხვა მიმართულებით წაიყვანეს, მაგრამ ალბათ, მალე გააქტიურებენ საქართველოში მცხოვრები რუსების აქტივობების მიმართულებით. ძალიან მარტივია, დააკვირდით, იწყებს ხოშტარია, შემდეგ გამოთინეიჯერებული გირჩარა აკეთებს ვითომ ეროვნულ განცხადებებს, ამათ მოსდევენ ხაბე-მელია (თან ერთმანეთს ასწრებენ), აქციებს აანონსებინებენ ლომჯარიას და ბოლოს ვიღაც არაქართველ უცხოელ ჩინოსნებს ამყარებინებენ ლეგენდას!

ჩვეულებრივი აგენტურის ასამოქმედებელი, სპეცსამსახურის, დაძველებულ-დაობებული სქემაა! ფადი ასლიც ამ გეგმის ნაწილია, ტყუილად არ დაემთხვა მისი გამოგორება!

გვაჩვევენ ნელ-ნელა აზრს, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოს არ სჭირდება, როგორც ამერიკული კანონი. თუ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს თემას ამოგვიღებენ დღის წესრიგიდან, მათი აზრით რუსეთთან სალაპარაკოც აღარ ექნება საქართველოსო! სულ ფეხებზე არ კიდიათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები გლობალურ ომის პარტიას, მთავარია სიბინძურეები აკეთონ!" - წერს დიტო სამხარაძე.