რუსეთის ფედერაციის საბჭომ დაამტკიცა კანონპროექტი რუსეთსა და უკრაინას შორის აზოვის ზღვისა და ქერჩის სრუტის გამოყენებაზე თანამშრომლობის თაობაზე შეთანხმების დენონსირების შესახებ. კანონპროექტი სახელმწიფო დუმას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 24 მაისს წარუდგინა. რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ ის 1 ივნისს მიიღო.

შეთანხმება რუსეთსა და უკრაინას შორის 2003 წელს ქერჩში გაფორმდა. იგი განსაზღვრავდა სავაჭრო და სამხედრო გემების და სხვა ქვეყნების გემების ნავიგაციის საკითხებს აზოვის ზღვასა და ქერჩის სრუტეში. უკრაინამ ამ შეთანხმების დენონსირება 2023 წლის თებერვალში მოახდინა.