ონისე ჩვენი მეგობარი და კოლეგაა, უფრო სწორად, მთელი სოციალური ქსელის მეგობარია, მაგრამ მისი ყველაზე დიდი მეგობრები ჩვენი „ოთხფეხა მეგობრები“ არიან, რომლებზე ზრუნვა მისი ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია...

მიხვდით ალბათ, რომ ჩვენი რესპონდენტი ქუთაისში მცხოვრები ოპერატორი ონისემელქაძეა. მას კარგად იცნობენ როგორც საკუთარი საქმის პროფესიონალს და არა მხოლოდ...უკვე ბევრი წელია ქუთაისში ფოტო/ვიდეო ხელოვნებითაა დაკავებული.

ონისე სოციალურ ქსელში პოპულარობით სარგებლობს თავისი იუმორით და ოთხფეხა მეგობრებთან უჩვეულო დამოკიდებულებით. ამჟამად სახლში ოთხი ძაღლი ჰყავს: ბიმი, პინგო, ბუძგურია და დალმა.  ძაღლების დიდი არმია ჰყავს ქუჩაში, რომლებზეც ზრუნვა მისი ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია... მარტივი არ არის, მაგრამ მეგობრების და კეთილი ადამიანების დახმარებით ახერხებს...

ონისეს სახლის მეგობრები რარაცნაირად გამოჩნდნენ მის ცხოვრებაში და თითოეულ მათგანს საკუთარი ისტორია აქვს. როგორც ონისე გვიამბობს პირველად ბიმი მეგობარმა აჩუქა, რამდენიმე დღის იყო და მოვლაც განსაკუთრებული სჭირდებოდა. ,,ჭირვეული“ ბიმი ხშირად საოჯახო ნივთების დაზიანებითაც იყო დაკავებული, რასაც მოგვიანებით ოჯახის წევრებიც შეეჩვივნენ.

ბიმი მალე კი ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდა. დანარჩენები სახლში სხვადასხვა დროს ზრუნვის მიზნით მიიყვანა, თუმცა მალე აღმოაჩინა რომ სხვას ვერ დაუთმობდა.

ონისე მელქაძე: ,,საკუთარ სახლში გავიზარდე და ძაღლი ყოველთვის გვყავდა. თან ბიძაჩემი მონადირე იყო და თავიდანვე მიჩვეული ვიყავი.სულ მიყვარდა, მაგრამ ბიმი ჩემი ხელით გავზარდე, თავად ვაჭმევდი, როცა მეზობელთან გადავდიოდი თან გადამყავდა, რადგან როცა არ მხედავდა ტიროდა. პირველი ძაღლი ბიმი იყო, პოინტერის ჯიშის ძაღლი მეგობარმა მაჩუქა, მალე ოჯახის სხვა წევრებიც  მიეჩვივნენ.თავიდან სახალისო ფოტოებს, ვიდეოებს ვუღებდი და ინტერნეტში ვანთავსებდი, რასაც ბევრი გამოხმაურება ჰქონდა ხოლმე. ერთი წლის რომ გახდა, დაბადების დღე გადავუხადე რასაც საზოგადოების მხრიდან ბევრი დადებითი ემოცია მოჰყვა. ასე გახდა ბიმი პოპულარული.“-ამბობს ონისე.

საკუთარი ძაღლების სიყვარულმა მოგვიანებით მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვა დააწყებინა.ცხოველთა თავშესაფარში მყოფ ერთ-ერთი ძაღლზე აიღო ზრუნვის პასუხისმგებლობა, სადაც ხშირად მიდიოდა, თან საკვები და საჭმელი მიჰქონდა.

,,თავშესაფარში ვიყავი მისული როცა იქვე მყოფმა ძაღლმა ტირილი დაიწყო. თითქოს მეუბნებოდა რომ ამეყვანა. ვეღარ გავუძელი და სახლში წამოვიყვანე იმ იმედით რომ გავაჩუქებდი. ინფორმაცია სოციალურ ქსელში განვათავსე და ერთმა მონადირემ მომწერა მე წავიყვანო. მაგრამ ხშირია შემთხვევები როცა მიყავთ, მაგრამ თუ ძაღლმა სათანადოდ ვერ ინადირა ისევ ქუჩაში ტოვებენ ხოლმე. არ მინდოდა ისევ უპატრონოს დარჩენილიყო, ამისგამო მოვერიდე და გადავწყვიტე სახლში დამეტოვებინა. სახელად პინგო შევურჩიე.“-ამბობს ონისე.

ამ ვიდეოზე თქვენ სწორედ იმ კადრებს ხედავთ, რომელზეც ონისე ინტერვიუში გვიყვება...

 

 

სახლში გაჩუქების მიზნით მიიყვანა სხვა ძაღლებით, მაგრამ მოგვიანებით ვერც ერთსვერ შეელია. მხოლოდ ერთი ,,ბუძგურია“ აჩუქა მეგობარს, რომელმაც ახალი პატრონი გვიან ღამით დატოვა და ისევ ონისესთან მივიდა. ბუძგურიას დღეს მთელი საქართველო იცნობს და ყველას უყვარს... ძაღლი, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს ონისეს სასაფლაოდან გამოყჰვა, მას შემდეგ აღარასდროს მოუტოვებია...

სოციალურ ქსელში ხშირად ნახავთ ვიდეოებს, თუ როგორ აცილებენ ძაღლები პატრონს, ან როგორ ერთობიან მასთან ერთად. თუმცა სახალისო ვიდეოების გარდა, ასევე მრავლადაა ინფორმაცია მიუსაფარი ძაღლების შესახებ, რომლებიც დიდი რაოდენობით არიან ქალაქის ქუჩებში, რომელთაც ხშირ შემთხვევაში გადასარჩენად ელემენტარული საკვები სჭირდებათ. როგორც ონისე გვიამბობს თავიდან მანქანით დაატარებდა მათთვის განკუთვნილ ულუფას და გზად ,,უმასპინძლდებოდა“, მოგვიანებით კი მიხვდა რომ ეს საკმარისი არ იყო. მხოლოდ საკუთარი ძალებით პრობლემას ვერ გაუმკლავდებოდა და სოციალური კამპანია წამოიწყო. მასში  ბარ-რესტორნების, მაღაზიების წარმომადგენლები და რიგითი ადამიანები ჩაერთნენ.

,,ხშირად ადამიანებს ძაღლები მიჰყავთ შვილებისთვის. სანამ ლეკვია ეფრებიან დიდი რომ გაიზრდება აღმოაჩენენ, რომ მოვლა სჭირდება. მარტივ გამოსავალს პოულობენ და ქუჩაში უშვებენ. ოჯახში გაზრდილ ძაღლს კი ადაპტირება უჭირს და ქუჩაში 2 წელი მაინც უნდა, რომ თავს მიხედოს. თუნდაც საკუთარი ტერიტორია მოიპოვოს. იცით როგორ არის, უსახლკარო ძაღლს ქუჩაში აქვს თავისი ადგილი, სადაც სხვას არ მიუშვებს. „

ონისე მელქაძე: ,,გუბის წყლაზე“ ტრასაზე ტოვებენ ხშირად. მათ გამოსაკვებად დავიწყეთ ,,ლარის აქცია.“ სპეციალური ჯგუფი არსეობს ფეისბუქზე ,,ძაღლები ქუთაისში“ და იქ მთხოვეს სოციალურ ქსელში განმეთავსებინა ინფორმაცია. ჯერ თავს ვიკავებდი არ მინდოდა აფიშირება და ფულის აკრება, რადგან ჩავთვალე შესაძლებელი იყო ვინმეს არასწორად გაეგო, მაგრამ საკუთარი სახსრებით ვეღარ შევძელით და დავდე ,,პოსტი“ დახმარების შესახებ. რამდენიმე ბარ-რესტორანი, მაღაზია, სალონი და სასტუმრო გვეხმარება. ასევე რიგითი ადამიანები გვირიცხავენ თანხას. ხშირია შემთხვევა,როდესაც მიუსაფარი ძაღლების გამოსაკვებად თანხას ემიგრანტები გვირიცხავენ რისთვისაც ყველას კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი.“

საუბრის ბოლოს, ონისემ გვითხრა, რომ აქციის ფარგლებში დარიცხული თანხის ნაწილით სამტრედიის მუნიციპალიტეტში  მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახს დაეხმარებიან.