Wordlwide Developers Conference (WWD)-ზე, თავის ერთ-ერთ უდიდეს კონფერენციაზე Apple-მა AR/VR ჰედსეტი ოფიციალურად წარადგინა.

დიზაინის თვალსაზრისით, ის ერთგვარი "სათხილამურო სათვალეების" ანალოგია - დაფარულია მსუბუქი ლითონის შენადნობით და ნახშირბადის ბოჭკოებით. ამასთანავე, ინტერფეისის სანავიგაციო სისტემა საშუალებას იძლევა, გაფართოებული რეალობიდან კვლავ "ამ სამყაროში" დაგვაბრუნოს, რათა შესაძლებელი იყოს გარემოს აღქმა ან სრულად VR-ში ჩაძირვა. აპლიკაციების კუთხით კი, მისი მეშვეობით, მომხმარებლებს თითქმის ყველა კატეგორიაზე ექნებათ წვდომა - საგანმანათლებლო, სათამაშო, ინფორმაციული და ა. შ.

აქვე აღსანიშნავია, რომ ჰედსეტს მაგნიტური დამტენი აქვს, რომელიც მოწყობილობას USB-ს მეშვეობით უკავშირდება. MagSafe Pack-ის სტილის გარე ბატარეა რამდენიმე საათიან უწყვეტ მუშაობას უზრუნველყოფს - სამწუხაროდ, ეს მაჩვენებელი დიდ რიცხვებს ვერ აღწევს, ვინაიდან M2 ჩიპი და 4K დისპლეის ეკვივალენტი საკმაოდ ბევრ ენერგიას საჭიროებს, რაც მნიშვნელოვან გამოწვევებთანაა დაკავშირებული.

Apple Vision Pro-ს სპეციფიკაციები და ეკრანი

PlayStation VR2-ისა და Meta Quest 3-ის შემდეგ, Apple იყენებს პიქსელების ყველაზე მაღალი სიმკვრივის OLED დისპლეებს Vision Pro-სთვის. PS VR2 დისპლეის გარჩევადობა წინამორბედის მსგავსია.

Apple-ის ულტრასწრაფი M2 ჩიპით, რომელიც მის უახლეს კომპიუტერებშია ჩაინტეგრირებული და 16 GB ოპერატიული მეხსიერებით არის აღჭურვილი, შერეული რეალობის ჰედსეტები საკმაოდ გამძლე უნდა იყოს. პროგრამული უზრუნველყოფის განახლებებს კი ყოველგვარი გართულების გარეშე შეძლებენ.

Apple Vision Pro xrOS პროგრამული უზრუნველყოფა და ინტერფეისის ნავიგაცია

რა თქმა უნდა, ეფლის AR/VR ჰედსეტს შეუძლია, App Store-ის ყველა პროგრამა გამოიყენოს - ისინი, რომლებიც iPad-ისთვისაა ხელმისაწვდომი. ასევე, დასაშვებია რამდენიმე აპლიკაციის ერთდროულად ჩართვაც. ახალ Apple VR ოპერაციულ სისტემას კი xrOS უწოდეს.

მექანიზმის შიგნით არსებული სენსორები მომხმარებლების თვალებს კითხულობს, ხოლო გარე კამერები ხელების მოძრაობას აკონტროლებს, რათა საჩვენებელი და ცერა თითით შესაბამისი ციფრული მოქმედებების შესრულება შეძლონ.

როგორც ცნობილია, Apple-ის შერეული რეალობის ჰედსეტი დაახლოებით $3499 ეღირება და გაყიდვაში 2023 წლის შემოდგომაზე ჩაეშვება, რამდენიმე ნაგულისხმევი თამაშით და ბიზნეს თუ ვიდეოკონფერენციის პროგრამული უზრუნველყოფით.