GE EN FR

რეგიონები

თუშეთში ტურისტული სეზონი ერთ თვეში გაიხსნება

თუშეთის საავტომობილო გზა დაახლოებით ერთ თვეში გაიხსნება. ამის შესახებ „აიპრესს“ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსი ფიცხელაურმა განუცხადა. მერის ინფორმაციით, გაწმენდითი სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს. 

1714147657

ხარაგაულში , ვახანის თემში საუბნო გზების რეაბილიტაციისთვის 645 855 ლარი დაიხარჯება

ხარაგაულში, სოფელ ვახანში, საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. პროექტები გარდამავალია და მათი დასრულება წინსწრებით მოხდება, რაც ნიშნავს, რომ 𝟮𝟬𝟮𝟱 წელს გასაწევი სამუშაოები მიმდინარე წელს შესრულდება.  

1714138478

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ამერიკის შეერთებული შტატების სატყეო სამსახურისგან ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ხანძრის მართვის გეგმა გადმოეცა

ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის სატყეო სამსახურისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლობის ფარგლებში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის უშუალო ჩართულობით, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტყის ხანძრების მართვის გეგმა შემუშავდა.

1714135098

ირაკლი ქარსელაძე: თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე  3 საათ-ნახევარში იქნება შესაძლებელი

,,დღეს გაიხსნა ზესტაფონის შემოვლითი გზის უმნიშვნელოვანესი მონაკვეთი, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე თბილისიდან ბათუმში ჩასვლა 3 საათ-ნახევარში იქნება შესაძლებელი და ეს ყველაფერი საერთაშორისო უსაფრთხოების ნორმების დაცვით მოხდება“- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ზესტაფონის შემოვლითი მაგისტრალური გზის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

1714131275

ზესტაფონის შემოვლითი 9 კილომეტრიანი მაგისტრალური გზა დღეიდან გაიხსნა

რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის შემოვლითი ცხრაკილომეტრიანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.

1714126810

ოზურგეთში, იაკობ შემოქმედელის ქუჩიდან - სოფელ მელექედურის ცენტრამდე დამაკავშირებელ გზას სრული რეაბილიტაცია უტარდება

ოზურგეთში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება გრძელდება. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მერიის თანადაფინანსებით, იაკობ შემოქმედელის ქუჩიდან - სოფელ მელექედურის ცენტრამდე დამაკავშირებელ გზას სრული რეაბილიტაცია უტარდება.

1714117484

ოთარ შამუგიამ ახალი პროექტის "ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა" შეთანხმების დოკუმენტს მოაწერა ხელი

სოფლის მეურნეობის სექტორში კონკურენტუნარიანობის გაზრდის ხელშეწყობის, სურსათის წარმოების გაძლიერების, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის, ფერმერების ცოდნის ამაღლების, ამავდროულად, სოფლად სიღარიბის შემსუბუქების, დარგში გენდერული და სოციალური ბალანსის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა საქართველოში რაიმუნდ იელემ ახალი პროექტის „ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა” შეთანხმების დოკუმენტს მოაწერეს ხელი.

1714116558

ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში ლოტბარ ლეილა კოტრიკაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა

ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში ლოტბარ ლეილა კოტრიკაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. 

1714111920

გარდაბნის მუნიციპალიტეტში 40 წლის კაცი, 36 წლის თანასოფლელის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული დ.ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

1714052254

ბათუმში, ავარიას სამი წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა ტრაგედიით დასრულდა, ავტომობილის შეჯახებას, სამი წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

1714050760

ხარაგაულში, პოზიტიური მშობლობის საპილოტე პროგრამა განხორციელდება

ხარაგაულის მერი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში პოზიტიური მშობლობის შესახებ პროგრამის გახსნით ღონისძიებას დაესწრო.

1714044484

ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი და გორის მუნიციპალიტეტის მერია ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების პროგრამას იწყებს

შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია კურსის შესახებ და ქალი მძღოლების ისტორიები.  

1714036292

ოთარ შამუგიამ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთში,  მოცვის  დარგვის პროცესში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი  ოთარ შამუგია, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთში, კომპანიის  „ჯეო აგრო ისთეით“ ბაღში იმყოფებოდა. მინისტრმა, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორ დავით წითლიძესთან ერთად, მოცვის  დარგვის პროცესში მიიღო მონაწილეობა. 

1714030790

სამტრედიაში მთიან ზონაში საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგდება

სამტრედიის მუნიციპალიტეტში კვლავ აქტიურად მიმდინარეობს ადგილობრივი  მნიშვნელობის გზების მოწესრიგება. 

1714025400

ფოთელი მოჭადრაკე, გიორგი წულაია საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გახდა

15-24 აპრილს თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში, საქართველოს ჩემპიონატი 10, 14 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის გაიმართა.

1713990345

"ნაცმოძრაობის" წევრმა რუსთავის საკრებულოში, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა

რუსთავის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნანა შატბერაშვილმა სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა“

1713963726

სამეგრელოს რეგიონში 11-მა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა 1,2 მლნ ლარის ღირებულების  სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა 50%-იანი თანადაფინანსებით შეიძინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ აბაშის მუნიციპალიტეტში „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში შეძენილი ტექნიკა და იმპლემენტები დაათვალიერა.

1713963447

თორნიკე რიჟვაძე: სოციალური პროექტის, "ოცნების ქალაქის" მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა, უახლოეს პერიოდში 582 ოჯახი უსაფრთხო და ღირსეულ გარემოში გააგრძელებს ცხოვრებას

აჭარაში წარმატებით მიმდინარეობს მნიშვნელოვანი  სოციალური პროექტების განხორციელება. გაიზარდა “ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის” პროგრამის ბიუჯეტი. 

1713963058

ბათუმი 2025 წელს ახალგაზრდულ ზამთრის ოლიმპიადას ახალი საერთაშორისო სტანდარტების ყინულის სასახლით და საცურაო აუზით უმასპინძლებს

ბათუმში ახალი საერთაშორისო სტანდარტების ყინულის სასახლე და საცურაო აუზი აშენდება -  მასშტაბური პროექტის განხორციელების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

1713960721

ოთარ შამუგია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში მიზნობრივი ტრენინგის მონაწილე მეთხილე ფერმერებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ საქართველოს მასშტაბით ფერმერებისათვის  მიზნობრივი ტრენინგების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის აქტივობა ფერმერებს საშუალებას აძლევს, სწორად წარმართონ თხილის მოვლის პროცესი და მაღალი ხარისხის პროდუქცია მიიღონ.

1713958448

თორნიკე რიჟვაძე გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე თორნიკე რიჟვაძემ მადლიერება გამოხატა საქართველოსა და აჭარის რეგიონში გაეროს აქტიური მუშაობისთვის და სტუმრებს რეგიონის ეკონომიკური შესაძლებლობები და ტურისტული პოტენციალი გააცნო.

1713954546

ეკა სეფაშვილი: ოპოზიციური სპექტრი, როგორც ჩანს, მომხრეა ლგბტ თემატიკის პროპაგანდის, რადგან მათ უცხოელმა პატრონებმა ასე დაავალეს

"ხალხის ძალის" საერთაშორისო მდივანი ეკა სეფაშვილი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ შემუშავებული კანონპროექტის სახალხო განხილვაზე აკეთებს კომენტარს და სინანულს გამოთქვამს, რომ კომისიაში, რომელიც პარლამენტში შეიქმნა, ოპოზიციიდან მხოლოდ ერთი ჯგუფია წარმოდგენილი. 

1713942952

ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, სოფელ ჩხორიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, ფერმერ გიორგი გაბუნიას თხილის ბაღი დაათვალიერა და იმ ფერმერებს შეხვდა, რომლებიც თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში იღებენ სახელმწიფოსგან მიზნობრივ დახმარებას.

1713942447

"ქართულმა ოცნებამ" რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენელი ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენა

"ქართულმა ოცნებამ" ქალაქ რუსთავში საკრებულოს თავმჯდომარე, ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენა - გადაწყვეტილება რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. 

1713941420

ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების დელეგატები იმერეთის კურორტების სამკურნალო თვისებებს ეცნობიან

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და კურორტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა, ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის  დელეგატებს ვიზიტის ფარგლებში წყალტუბოს სამკურნალო-სარეაბილიტაცო ცენტრი  "№6 წყარო" - ე.წ. „სტალინის აბაზანა“ და ველნეს სპა ,,Be Healthy დაათვალიერებიეს.

1713939271