იტალიის ქალაქ აკვა ტერმეში სენიორთა შორის ევროპის საჭადრაკო ჩემპიონატი დასრულდა.

ჩემპიონატის დასკვნით, მე-9 ტურში  ტურში +65 წლის სენიორთა ღია (კაცები და ქალები ერთად) პირველობის მონაწილე ნონა გაფრინდაშვილი ტურნირის მონაწილეთა შორის უდიდესი რეიტინგის (2579) მქონე ინგლისელ გროსმაისტერ ჯონ ნანთან დამარცხდა და ასპარეზობა 5,5 ქულით დაასრულა.

ამ შედეგით ნონა გაფრინდაშვილი ქალთა შორის მეორე ადგილზე გავიდა და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

+65 წლის ასაკის სენიორთა ღია პირველობის გამარჯვებული 7 ქულით ჯონ ნანი გახდა. ქალთა შორის საუკეთესო 6 ქულით გერმანელი გიზელა ფიშდიკი იყო.