იტალიის ქალაქ აკვა ტერმეში სენიორთა შორის ევროპის საჭადრაკო ჩემპიონატი დასრულდა.

ჩემპიონატის დასკვნით, მე-9 ტურში +50 წლის ასაკის ღია პირველობის ლიდერმა ზურაბ სტურუამ ყაიმით დაასრულა შეხვედრა ესპანელ ხოსე ანტონიო ლაკასა დიასთან და ასპარეზობა 9 შესაძლებლობიდან 6,5 ქულით დაასრულა.

ანალოგიური შედეგი მასთან ერთად კიდევ ექვს მოჭადრაკეს აღმოაჩნდა. დამატებიი მაჩვენებლებით ზურაბ სტურუა ყველა მონაწილეზე წინ აღმოჩნდა და იგი +50 წლის ასაკის მოჭადრაკეთა შორის ევროპის ჩემპიონი მეოთხედ (2015, 2016, 2019, 2023) გახდა.