ქალთა საკვალიფიკაციო ღონისძიება თამაშის მაღალი დონით გამოირჩევა, ამის მაგალითი კამილა ოსორიოა, რომელიც გათამაშების სათავეში ჩადგა.

ორშაბათს მან 6-4, 6-3 ანგარიშით მოუგო კვიპროსელ რალუკა სერბანს და მეორე რაუნდში, ბულგარელ ვეტერან სესილ კარატანჩევასთან გადავიდა.

"მე ვმუშაობდი ამ შედეგებისთვის. როცა საკვალიფიკაციოში ისეთ მატჩებს მოიგებ, როგორიცაა რომი, მაშინ იცი, რომ იმსახურებ იქ ყოფნას. მე მოვახერხე სიმშვიდის შენარჩუნება და ემოციების კონტროლი." - თქვა 21 წლის ახალგაზრდამ.

საკვალიფიკაციო ეტაპიდან მე-16-ე ადგილზე გასვლის შემდეგ, ოსორიომ ერთმანეთის მიყოლებით შთამბეჭდავი თამაშები გამართა, მათ შორის კაროლინ გარსიასთან 6-4, 6-4 გამარჯვება და პირველი ხუთეულში ტრიუმფის მოპოვება. უკვე გულშემატკივართა ფავორიტმა, ოსორიომ იტალიის დედაქალაქში თაყვანისმცემლების კიდევ ერთი ლეგიონი დაიმსახურა.

"არარეალური იყო. მე უბრალოდ რამდენიმე მატჩის მოგებას ვცდილობდი და შემდეგ, უცებ, უკეთესი და უკეთესი თამაში დავიწყე", - განუცხადა ოსორიომ rolandgarros.com-ს.

"პირველ რაუნდში ორი მატჩ-პოინტი გადავარჩინე და ამის შემდეგ ვთქვი: "კარგი, ენდე საკუთარ თავს". მე დავამარცხე (პეტრა) მარტიჩი, ის შესანიშნავი მოთამაშეა. შემდეგ გარსიამ ლიონში (თებერვალში) 6-2, 6-2 ანგარიშით დამამარცხა. ასე რომ, ეს იყო საოცარი გამოცდილება.

მსოფლიოს ყოფილი ნომერ პირველი იუნიორი და 2019 წლის US Open-ის გოგონათა ჩემპიონი პროფესიონალურ დონეზე ოთხივე დიდ სლემში იღებდა მონაწილეობას. ახლა მას სურს, დაეყრდნოს თავის გამოცდილებას.

ოსორიოსთვის მთავარია პიროვნული განვითარება, პოზიტიური პერსპექტივის შენარჩუნება.

"მე ვიტყოდი, რომ უფრო მოწიფული ვარ, კორტზე თავს კარგად ვგრძნობ, - იხუმრა ოსორიომ, - "მოგება, წაგება, ბრძოლა, ასე სწავლობ და ეს გეხმარება ცხოვრებაში".

"რა თქმა უნდა, უფრო დამოუკიდებელი ვარ, მატჩებში გადაწყვეტილების მიღება გიწევს. მოედანზე ბევრი ადამიანისგან ბევრს ვსწავლობ და რჩევებს ვიღებ. ეს მეხმარება გავიზარდო, როგორც პიროვნება, როგორც მოთამაშე. იმედი მაქვს, რომ გავაგრძელებ სწავლას, ეს არის ცხოვრება."

წყარო