"არსენალის" მენეჯერის მიქაელ არტეტას შთაგონებით და როლან-გაროსის სასიამოვნო მოგონებების საფუძველზე, ალექსანდრე ვუკიჩმა სამშაბათს პარიზში საკვალიფიკაციო შეხვედრები 6-4, 4-6, 6-4 გამარჯვებით დაიწყო.

როლან-გაროსზე დაბრუნება, ვუკიჩს, საშუალებას აძლევს, გაიხსენოს თავისი ტრიუმფი ტურნეზე - გამარჯვება კარლოს ალკარასთან.

ჯერ კიდევ 2020 წელს, ვუკიჩმა ,პარიზში, შესარჩევი პირველი რაუნდის დროს, მეორე ადგილი დაიკავა.

"ეს ალბათ საფლავშიც გამყვება, კარგი იყო", - თქვა ვუკიჩმა ღიმილით. "აქ დაბრუნებას ყოველთვის კარგი მოგონებები მოაქვს. როცა კარგი გრძნობები გაქვს, ეს ყოველთვის გეხმარება."

"წელიწადში იმდენი დღეა, როცა თავს კარგად არ გრძნობ, ან ყველაფერი ისე არ მიდის, ასე რომ, ეცადე, ასეთი დღეები მინიმუმამდე დაიყვანო და გამარჯვების გზები იპოვო", - თქვა მსოფლიოს 95-ე ნომერმა.

"დღეს, გარკვეულ მომენტებში, მაინც კარგად ვითამაშე. გამარჯვება თავდაჯერებულობას აძლიერებს."

ორგზის მთავარი ფინალისტისგან მიღებულმა რჩევამ ვუკიჩის მენტალური მდგომარეობა კიდევ უფრო გაამყარა.

ვუკიჩი "არსენალის" მგზნებარე გულშემატკივარია. ჩრდილოეთ ლონდონის კლუბი, გასულ წელს, Amazon Prime-ის დოკუმენტური ფილმის "ყველაფერი ან არაფერი" მთავარი თემა იყო.

მათმა მენეჯერმა არტეტამ, კლუბში კულტურა ააღორძინა და ვუკიჩი სწორედ ამ კადრებს უყურებდა, რათა საკუთარი თამაში გაეუმჯობესებინა.

"ალბათ ორჯერ ან სამჯერ ვუყურე, მხოლოდ მის და მისი მენტალიტეტის გამო. ვცდილობდი, ჩოგბურთში რაც შეიძლებოდა მეტი რამ გადამეტანა", - განაცხადა ვუკიჩმა.

"ეს ელიტარული მენტალიტეტია, მას მთლიანად პროცესი ამოძრავებს. შედეგები არის ის, რასაც ვერ გააკონტროლებ, არტეტა მიზნად ისახავს მათ, მაგრამ ის მათ ვერ აღწევს ამა თუ იმ გზით, ამის გამო არ ითრგუნება. ეს შთამაგონებელია."

წყარო