რამდენიმე წუთის წინ სერია A-ს ოფიციალურმა Twitter-ის გვერდმა იტალიის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო მოთამაშე გამოაცხადა.

ბრწყინვალე სეზონის და არაერთი სუპერ პერფორმანსის შემდეგ, "ნაპოლის" 22 წლის გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა ტოპ 5 ლიგის გათამაშებაში ქართველი ფეხბურთელი სეზონის საუკეთესოდ სახელდება.

შეგახსენებთ, რომ 2022/23 წლების გათამაშებაში კვარამ თვის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება სამჯერ დაიმსახურა, რაც საუკეთესო შედეგია.

კვარაცხელიამ სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში 33 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.

წყარო: goal.ge