ქართველი მაგიდის ჩოგბურთელი ანა ნიკოიანი პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მესამე ევროპულ თამაშებში იასპარეზებს. 


23 წლის სპორტსმენი პირველი ქართველი მაგიდის ჩოგბურთელია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. მან ე.წ. ველური ბარათი მოიპოვა და ევროპულ თამაშებში 31 უძლიერეს სპორტსმენთან ერთად იასპარეზებს.
აღსანიშნავია, რომ ანა ნიკოიანი პირველი ქართველი მაგიდის ჩოგბურთელია, რომელიც მაღალი რანგის საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს. კრაკოვში ევროპული თამაშები 21 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს