საფრანგეთის ლიგა2-ში ბოლო ტურის შეხვედრები დასრულდა.

გიორგი მიქაუტაძის „მეცმა" საკუთარ მინდორზე „ბასტიას 3:2 სძლია, 72 ქულა დააგროვა და ლიგა1-ში თამაშის უფლება მოიპოვა.

ლიგას 1-ის გამარჯვებული „ჰავრი" გახდა. მან ბოლო ტურში საკუთარ მოედანზე „დიჟონს" 1:0 მოუგო და 75 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.

„მეცის" კონკურნტის, ზურიკო დავითაშვილის „ბორდოს" მატჩი „როდეზთან" 0:1-ზე მას შემდეგ შეწყდა, რაც სტუმართა გოლის საპასუხოდ მინდორზე „ბორდოს" გულშემატკივარი შეიჭრა და გოლის ავტორს,  ლუკას ბუადესს დაარტყა და მინდორზე დააგდო. ეს უკანასკნელი მინდვრიდან გაიყვანეს, თამაში კი შეწყდა.  დაახლოებით 40 წუთის შემდეგ მსაჯმა პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ თამაში არ განახლდებოდა. მისი თქმით, ლუკას ბუადესს ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუსვეს.