კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში ფიდეს გრან-პრის დასკვნითი ეტაპის მე-9 ტურის შეხვედრები დასრულდა.  

გრან-პრის მე-4 ეტაპის მეცხრე ტურში პირველი გამარჯვება იზეიმა ნინო ხოტენაშვილმა. მან ფიდეს სახელით მოასპარეზე რუსი ალაქსანდრა გორიაჩკინა დაამარცხა. ნანა ძაგნიძე ფიდეს სახელით მოასპარეზე კიდევ ერთ რუსს, პოლინა შუვალოვას ყაიმზე შეუთანხმდა.

სხვა შეხვედრების შედეგები:

ოლივია კიოლბასა (პოლონეთი) - ბიბისარა ასაუბაევა(ყაზახეთი) 0,5:0,5
კატერინა ლაგნო (ფიდე) - ალექსანდრა კოსტენიუკი (შვიცარია) 0,5:0,5

გუნაი მამადზადა (აზერბაიჯანი) - დინარა ვაგნერი (გერმანია) 1:0
ტან ჟუნი (ჩინეთი) - ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი) 0,5:0,5
 
შვიდი ტურის შემდეგ სატურნირო მდგომარეობა ასეთია:

1-3. დინარა ვაგნერი - 5,5 ქულა

2-3. ჰარიკა დრონავალი  - 5,5 ქულა
2-3. ტან ჟუნი - 5,5 ქულა
4-5. კატერინა ლაგნო  - 5,0 ქულა
4-5. პოლინა შუვალოვა  - 5,0 ქულა
6-9. ბიბისარა ასაუბაევა - 4,5 ქულა
6-9. ალექსანდრა გორიაჩკინა - 4,5 ქულა
6-9. გუნაი მამადზადა - 4,5 ქულა

6-9. ნანა ძაგნიძე - 4,5 ქულა
10-11. ალექსანდრა კოსტენიუკი - 4,0 ქულა
10-11. ბელა ხოტენაშვილი - 4,0 ქულა
12. ოლივია კიოლბასა - 1,5 ქულა

ხვალ ერთმანეთს შეხვდებიან:

ბიბისარა ასაუბაევა - ალექსანდრა გორიაჩკინა
ჰარიკა დრონავალი - ბელა ხოტენაშვილი

დინარა ვაგნერი - ტან ჟუნი
ნანა ძაგნიძე - გუნაი მამადზადა
ალექსანდრა კოსტენიუკი - პოლინა შუვალოვა 

ოლივია კიოლბასა - კატერინა ლაგნო

ნანა ძაგნიძე ფიდეს გრანპრის ოთხი ეტაპიდან სამის ჯამური შედეგის მიხედვით ორ საუკეთესოს შორის იმ შემთხვევაში მოხვდება და გააგრძელებს ბრძოლას მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის, თუ  ამ ეტაპზე ასპარეზობას პირველ ადგილზე დაასრულებს. შესაძლოა, მან მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაშიც შეძლოს მსოფლიო ჩემპიონობის მოსაპოვებლად ბრძოლის გაგრძელება.

ამ დროისთვის ოთხი ეტაპიდან სამის ჯამური შედეგით პირველ-მეორე ადგილებზე გასვლის შანსები აქვთ აგრეთვე  ჩინელ ჟუ ჯინერს (მან უკვე იასპარეზა სამ ეტაპზე), ალექსანდრა გორიაჩკინას, ალექსანდრა კოსტენიუკს, კატერინა ლაგნოს, ბიბისარა ასაუბაევას და ჰარიკა დრონავალის.