ალბანეთის ქალაქ დურესში ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს.

17 წლამდე ასაკის ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო პირველობაზე 102 კგ წონით კატეგორიაში ირაკლი ვეკუამ ორის ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა. 

ირაკლი ვეკუამ მეორე შედეგი აჩვენა და ვერცხლის მედალი მოიპოვა პირველ მოძრაობაში, ატაცში, სადაც მან 141 კგ (135კგ, 139კგ, 141კგ) დასძლია და ექვსი ქულით ჩამორჩა სირიელ მოჰამედ ალის.

მეორე მოძრაობაში ირაკლი ვეკუამ 179 კგ (171კგ, 175კგ,179კგ) აჰკრა და მცირე ოქროს მედლის მფლობელი გახდა.



ორჭიდის ჯამში ირაკლი ვეკუამ 320 კილოგრამით პირველი ადგილი და დიდი ოქროს მედალი მოიპოვა.

1. ირაკლი ვეკუა, საქართველო 320 კგ (141კგ+179კგ)
2. გაგიკ მკრტჩიანი, სომხეთი, 313 კგ (139კგ+174კგ)
3. იუცენგ ვანგი, ტაივანი, 310კგ (138კგ+172კგ)