დღეს, ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში იწყება და 4 დღეს გასტანს წლის მესამე სარეიტინგო ტურნირი ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის. 

შეჯიბრების პირველ დღეს ხალიჩებზე 55-60-63-67-87-97-130კგ წონითი კატეგორიის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გავლენ.

ბიშკეკის სარეიტინგო ტურნირში მონაწილე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობაში არიან:

55კგ - ნუგზარ წურწუმია
60კგ - ფრიდონ აბულაძე
63კგ - ლერი აბულაძე
67კგ - ჯონი ხეცურიანი
72კგ - ოთარ აბულაძე და რამაზ ზოიძე
77კგ - საჩინო დავითაია, იური ლომიძე
82კგ - გელა ბოლქვაძე
87კგ - გურამ ხეცურიანი
130კგ - სულხან ბუიძე