ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში წლის რიგით მესამე სარეიტინგო ტურნირი მიმდინარეობს.

ბიშკეკში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა სარეიტინგო ტურნირის ფინალში შოთა ფარტენაძე, ვლადიმერ გამყრელიძე და მირიან მაისურაძე იჭიდავებენ.

61 კგ წონით კატეგორიაში 13 სპორტსმენს შორის ორი ქართველი მოჭიდავე იყო განაცხადში. შოთა ფარტენაძემ მეოთხედფინალში უზბეკი სანდორ რუზიმოვი დაამარცხა 11:0, ნახევარფინალში კი ყირგიზ აბდუმალიკ კარაჩოვს 5:4 მოუგო და ფინალში ყირგიზ ტაიირბეკ ჟუმაშბეკ უულუს შეხვდება.

გიორგი ღონიაშვილმა შეხვედრა ინდოელ პანკაჯ პანკაჯთან წააგო და ასპარეზობას გამოეთიშა.

79კგ წონით კატეგორიაში (9  მონაწილე) ვლადიმერ გამყრელიძემ მეოთხედფინალში ყირგიზ მირზა ჟირგალბეკ უულუს 10:0 მოუგო, ნახევარფინალში კი ყაზახი ჟიგერ ზაკიროვი 9:1 დაამარცხა.

ფინალში ვლადიმერ გამყრელიძე ბაჰრეინელ ხიდირ საიფუტდინოვს შეხვდება.

92კგ წონით კატეგორიაში (8 მონაწილე) მირიან მაისურაძემ მეოთხედფინალში ყაზახი ნურდაულეტ ბეკენოვი 11:0 დაამარცხა, ნახევარფინალში კი ანდრო მარგიშვილს 10:0 მოუგო.

მირიან მაისურაძე ოქროს მედლისთვის მონღოლ განბაატარ განხუიაგთან იჭიდავებს, ანდრო მარგიშვილი კი ბრინჯაოს მედლისთვის ნურდაულეტ ბეკენოვს შეხვდება.

57კგ - 12 მონაწილე
საკვალიფიკაციო წრე
ბექა ბუჯიაშვილი - ზანაბაზარ ზანგედბუდი (მონღოლეთი) 8:1
მეოთხედფინალი
ბექა ბუჯიაშვილი - აბზალ ოკენოვი (უზბეკეთი) 5:0
რობერტ დინგაშვილი - მეირამბეკ კარტბაი (ყაზახეთი) 0:11
ნახევარფინალი
ბექა ბუჯიაშვილი - ალმაზ სმანბეკოვი (ყირგიზეთი) 4:5

ბრინჯაოს მედლისთვის ბექა ბუჯიაშვილი ყირგიზ ბეკზატ ალმაზ უულუსთან იჭიდავებს.

65კგ - 17 მონაწილე
საკვალიფიკაციო წრე
ედემ ბოლქვაძე - უმიჯონ ჯალოლოვი (უზბეკეთი) 8:2
უმიჯონ ჯალოლოვი მეოთხედფინალში დამარცხდა და ედემ ბოლქვაძე რეპეშაჟში ვერ გადავიდა.

70კგ - 13 მონაწილე
საკვალიფიკაციო წრე
დავით ფაცინაშვილი - აგუდამუ აგუდამუ (მონღოლეთი) 5:1
გიორგი ელბაქიძე - ნიურენბიკე ვურენიბაი (ჩინეთი) 5*:5
მეოთხედფინალი
დავით ფაცინაშვილი - მულაიამ იადავი (ინდოეთი) 2:6
გიორგი ელბაქიძე - სირბაზ ტალგატი (ყირგიზეთი) 12:2

სირბაზ ტალგატი ფინალში გავიდა და გიორგი ელბაქიძე ბრინჯაოს მედლისთვის ყირგის ერნაზარ ახმატალიევთან იჭიდავებს.

74კგ - 22 მონაწილე
მერვედფინალი
ოთარ ბაგაური - ადამ ტომსონი (კანადა) 8:1
მეოთხედფინალი 
ოთარ ბაგაური - ჯაბრაილ გაჯიევი (აზერბაიჯანი) 1:4

რეპეშაჟში ოთარ ბაგაურმა მაგომედრასულ ასლუევი (ბაჰრეინი) დაამარცხა და ბრინჯაოს მედლისთვის ტაჯიკ მაგომეტ ევლოევთან იჭიდავებს.

86კგ - 21 მონაწილე
საკვალიფიკაციო წრე
ზაურ ბერაძე - ნურჟან ისაგალიევი (ყაზახეთი) 10:0
მერვედფინალი
ზაურ ბერაძე  - ჯავრაილ შაპიევი (უზბეკი) 1:5
ტარიელ გაფრინდაშვილი - ჯოინტი კუმარი (ინდოეთი) 10:0
მეოთხედფინალი
ტარიელ გაფრინდაშვილი - დიპაკ პუნია (ინდოეთი) 5:3
ნახევარფინალი
ტარიელ გაფრინდაშვილი - მაგომედ შარიპოვი (ბაჰრეინი) 0:10

ბრინჯაოს მედლისთის ტარიელ გაფრინდაშვილი უზბეკ ჯავრაილ შაპიევთან იჭიდავებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ დასრულდა შეჯიბრება 97-125კგ წონით კატეგორიებში. 125 კგ წონაში ოქროს მედალი გენო პეტრიაშვილმა მოიპოვა, 97კგ წონაში, სადაც  საქართველოს მონაწილე არ ჰყავდა, გამარჯვება ბაჰრეინელ ახმედ ტაჟუდინოვმა მოიპოვა.