ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში დასრულდა წლის რიგით მესამე სარეიტინგო ტურნირი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის

ასპარეზობის მეორე დღეს ქართველმა მოჭიდავეებმა ერთი ოქროს, ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

72 კგ წონით კატეგორიის ფინალში რამაზ ზოიძემ აშკარა უპირატესობით (11:1) დაამარცხა ირანელი მოჰამედ რეზა გერაი და  უულუ კოჟომკულის და რაატბეკ სანატბაევის სახელობის ტურნირის ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ამავე წონაში ოთარ აბულაძემ ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში 2:0-ზე ბეჭებზე გააკრა ინდოელი ვაკას ვაკასი.

77კგ წონაში იური ლომაძემ ფინალური შეხვედრა 3:8 წააგო ირანელ მოჰამადალი აბდოლჰამიდ გერაისთან და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

82კგ წონით კატეგორიაში გელა ბოლქვაძემ ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში აშკარა უპირატესობით (9:0) მოუგო ყაზახ შამილ ბატიროვს.

ამ წონით კატეგორიაში ოქროს მედალს ირანელი ალირეზა აზიზხონ მოჰმადიპიანი თურქ ალპერენ ბერბერთან 7:5 გამარჯვების შემდეგ დაეუფლა.

ამრიგად, წლის რიგით მესამე სარეიტინგო ტურნირზე ქართველმა მოჭიდავეებმა ორი ოქროს (63კგ ლერი აბულაძე და 72კგ რამაზ ზოიძე, ორი ვერცხლის (77კგ იური ლომაძე და 87კგ გურამ ხეცურიანი) და ერთი ბრინჯაოს (72კგ ოთარ აბულაძე) მოიპოვეს.

გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი ირანელებმა დაიკავეს. საქართველოს ნაკრები 139 ქულით (ქულათა ჯამში თითოეული წონიდან მხოლოდ ერთი საუკეთესოს შედეგი იანგარიშება)  მესამე ადგილზე გავიდა