ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში მიმდინარე მოჭიდავეთა წლის მესამე სარეიტინგო ტურნირზე დღეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები 72-77-82კგ წონით კატეგორიებში ასპარეზობენ.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა დღეს გასამართი სამი ფინალური შეხვედრიდან ორში ქართველი მოჭიდავეები იჭიდავებენ. გარდა ამისა, ნაკრების კიდევ ორი წევრი ბრინჯაოს ფინალში იასპარეზებს.

ოქროს მედლისთვის რამაზ ზოიძე და იური ლომაძე იჭიდავებენ, ბრინჯაოს მედლისთვის კი ოთარ აბულაძე და გელა ბოლქვაძე

72კგ - 10 მონაწილე 
რამაზ ზოიძე - ერასილ ნურბოსინოვი (ყაზახეთი) 9:0
რამაზ ზოიძე - აბდულო ალიევი (უზბეკეთი) 4:0

ფინალში რამაზ ზოიძე ირანელ მოჰამედ რეზა გერაისთან იჭიდავებს.

ამავე წონაში ოთარ აბულაძემ პირველი შეხვედრა გერაისთან 3:9 წააგო, რეპეშაჟის ნახევარფინალში კი ყაზახი ადიხან სატაევი აშკარა უპირატესობით (8:0) დამარცხა და ბრინჯაოს მედლისთვის ინდოელ ვიკას ვიკასს შეხვდება

77კგ - 16 მონაწილე
იური ლომაძე - მაქსატ ერეჟეპოვი (ყაზახეთი) 4:3
იური ლომაძე - სამანდარ ბობონაზაროვი 9:0
იური ლომაძე - იუქსელ სარიჩიჩეკი (თურქეთი) 7:1

ოქროს მედლისთვის იური ლომაძე ირანელ მოჰამადალი აბდოლჰამიდ გერაისთან იჭიდავებს

ამავე წონაში საჩინო დავითაიამ 3:2 სძლია ყაზახ აზატ სადიკოვს, შემდეგ კი მეოთხედფინალში 3:5 წააგო ჩინელ რუი ლიუსთან. ეს უკანასკნელი ნახევარფინაში 6:4-ს უგებდა გერაის, როდესაც წმინდად დამარცხდა.

82კგ - 12 მონაწილე

გელა ბოლქვაძე - ტემირლან ბეკტურდიევი (ყირგიზეთი) 9:0 
გელა ბოლქვაძე - რუსლან ცარევი (ყირგიზეთი) 9:0
გელა ბოლქვაძე - ალირეზა აზიზხონ მოჰმადიპიანი 1:4

ბრინჯაოს მედლისთვის გელა ბოლქვაძე ყაზახ შამილ ბატიროვთან იჭიდავებს.

სამივე ფინალში გასვლით ირანის ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში პირველობა გაინაღდა