ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში იწყება მოჭიდავეთა წლის მესამე სარეიტინგო ტურნირი დაიწყო.

ყირგიზ მოჭიდავეების, უულუ კოჟომკულის და რაატბეკ სანატბაევის სახელობის ტურნირის პირველ დღეს ხალიჩებზე 55-60-63-67-87-97-130კგ წონითი კატეგორიის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გამოდიოდნენ.

ქართველი მოჭიდავეებიდან წარმატებით იასპარეზა და სარეიტინგო ტურნირის გამარჯვებული გახდა ლერი აბულაძე (63კგ). გურამ ხეცურიანი ვერცხლის მედალს დაეუფლა. 
 
55კგ - 9 მონაწილე
ნუგზარ წურწუმიამ ყაზახმა ამანგალი ბეკბოლატოვმა აშკარა უპირატესობით (9:0) მოუგო, შემდეგ კი თავად წააგო თანამემამულე მარლან მუკაჩევთან და წურწუმია რეპეშაჟში ვერ მოხვდა.

ფინალი
მარლან მუკაჩევი - იხტიორ ბოტიროვი (უზბეკეთი) 4:2

60კგ - 15 მონაწილე
ფრიდონ აბულაძე - ოლჟაზ სულთანი (ყაზახეთი) 9:0
ფრიდონ აბულაძე - იერნარ ფიდახმეტოვი 3:9
ფიდახმეტოვი ნახევარფინალში თანამემამულე ნურსულთან ბაზარბაევთან დამარცხდა და ფრიდონ აბულაძე რეპეშაჟში ვერ გადავიდა.

ფინალი
ისლომჟონ ბახრამოვი (უზბეკეთი) - ნურსულთან ბაზარბაევი 6:0

63კგ - 10 მონაწილე
ლერი აბულაძე - გემინგჰან რეჰეტი (ჩინეთი) 6:1
ლერი აბულაძე - მადიარ მალტაკბაევი (ყაზახეთი) 4:3
ლერი აბულაძე - იმან ჰოსეინ ხუნ მოჰამადი (ირანი) 6:5

ფინალში ლერი აბულაძემ  უზბეკ შარამუხამად შარიბჟანოვი 7:4 დაამარცხა და ბიშკეკის კაბა უულუ კოჟომკულის და რაატბეკ სანატბაევის სახელობის ტურნირის გამარჯვებული გახდა

67კგ - 16 მონაწილე
ჯონი ხეცურიანი - მიჰაი რადუ მიჰუტი (რუმინეთი) 4:2
ჯონი ხეცურიანი - სეიედ შამსოლა სოჰრაბი 5:6
რეპეშაჟში ჯონი ხეცურიანი აბრორ ატაბაევთან (უზბეკეთი) 6:4-ს იგებდა, როდესაც მეტოქემ იგი ბეჭებზე გააკრა. 

ფინალი
სეიედ შამსოლა სოჰრაბი  (ირანი) - ჰუსიიუეტუ ჰუსიიუეტი (ჩინეთი) 8:2

87კგ - 15 მონაწილე
გურამ ხეცურიანი - ფეი პენი (ჩინეთი) 5:1
გურამ ხეცურიანი - ალი ცენგიზი (თურქეთი) 4:1
გურამ ხეცურიანი - აზამატ  კუსტუბაევი (ყაზახეთი) 5:1

ფინალი
გურამ ხეცურიანი - ჟალგაზბაი ბერდიმურატოვი (უზბეკეთი) 3:5

97კგ - 15 მონაწილე
ამ წონაში საქართველოს წარმომადგენელი არ ჰყავდა

ფინალი
მოჰამადჰადი აბდოლაჰ სარავი (ირანი) - იიმინ ლი (ჩინეთი) 3:1

130კგ - 14 მონაწილე
სულხან ბუიძე - ველჰაო ცზიანი(ჩინეთი) 7:4
სულხან ბუიძე - ოსკარ პინო პინდსი (კუბა) 0:11

ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა თურქმა ფატიჰ ბოზტურკმა სულხან ბუიძეს აშკარა უპირატესობით (9:0) მოუგო. 

ფინალი
ამინ მირზაზადეჰი (ირანი) - ოსკარ პინო პინდსი 2:1


ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ტურნირზე სულ 12 ქვეყნის 132 მოჭიდავე იღებს მონაწილეობას პირველი დღის შემდეგ გუნდურ ჩათვლაში უზბეკეთის ნაკრები დაწინაურდა.