ეინდჰოვენში ქალთა შორის უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრა გაიმართა.

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2023 წლის გათამაშების ფინალში თასის ორგზის მფლობელი „ვოლფსბურგი" ფინალში „ბარსელონას" შეხვდა.

შეხვედრის პირველი ნახევარი „ვოლფსბურგმა 2:0 მოიგო. მეორე ნახევრის დაწყებიდან 5 წუთში „ბარსელონამ" ანგარიში გაათანაბრა, 70-ე წუთზე კი მესამე გოლი გაიტანა და გამარჯვება მოიპოვა.

„ვოლფსბურგი" - „ბარსელონა" 2:3(2:0)
გოლები: 3' ევა პაიორი 0:1, 37' ალექსანდრა პოპი 0:2, 48' და 50' პატრისია გიხარო გუტერეში 1:2 და 2:2, 70' ფრიდოლინა როლფე 2:3

„ბარსელონა" ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 4-ჯერ იყო ფინალში. 2019 და 2022 წლებში იგი „ლიონთან" დამარცხდა, 2020 წელს კი ჩელსი „დაამარცხა".

„ვოლფსბურგი" 2013 და 2014 წლებში გახდა უეფას ჩემპიონთა ლიგის მფლობელი, მომდევნო წლებში კი 4-ჯერ გავიდა ფინალში და ოთხივეჯერ დამარცხდა.

უეფას ჩემპიონთა თასის მფლობელი ყველაზე მეტჯერ „ლიონი" იყო. მან 8-ჯერ მოიგო უეფას ჩემპიონთა თასი