ანტალიის გრანდ სლემზე დასრულდა ასპარეზობა 81 კგ წონით კატეგორიაში.

81 კგ წონითი კატეგორიის ფინალში ერთმანეთს ბელგიელი მატიას კასე და აზერბაიჯანელი საიდ მოლაეი შეხვდნენ.

დაძაბულ ორთაბრძოლა ოქროს დროის მეხუთე წუთის დასაწყისში მატიას კასემ მეტოქე შებოჭა და ანტალიის გრანდ სლემის გამარჯვებული გახდა.

ამ წონაში პორტუგალიელმა ანრი ეგუტიძემ პირველ წრეში ბერძენ იორდან კუროსს სძლია, მეორეში კი მატიას კასესთან დამარცხდა, თურქი ვედატ ალბაირაკი (ვანო რევაზიშვილი) კი მოლდოველ მიჰაილ ლატისევთან დამარცხდა.

1. მატიას კასე, ბელგია
2. საიდ მოლაეი, აზერბაიჯანი
3. ალფა უმარ ჯალო, საფრანგეთი
3. ფრანსუა გოტიე დრაპო, კანადა