თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაზისუბანსა და მუხიანში კიდევ ორი სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ვაზისუბანში სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ბოლოსთვის, ხოლო მუხიანში, მიმდინარე წლის სექტემბრამდე დასრულდება.

"კიდევ ორი სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო ვაზისუბანში, N90 სკოლის მიმდებარედ არსებულ სკვერში, რომლის ფართობიც 16 000 კვადრატული მეტრია და მუხიანში, გობრონიძისა და ნონეშვილის ქუჩების კვეთაზე არსებული სკვერში, რომლის ფართობიც 5 000 კვადრატული მეტრია. აღნიშნულ ტერიტორიებზე მოეწყობა დასასვენებელი სივრცეები, სადაც ყველა თაობის ადამიანს დასვენების, განტვირთვისა და  ვარჯიშის შესაძლებლობა ექნება" , - განაცხადა კახა კალაძემ.