საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ, მიმდინარე წელს, უკვე 34 ლიფტია განახლებული. შესაბამისი სამუშაოები განხორციელდა შემდეგ მისამართებზე: ბუდაპეშტის II შესახვევი N7, N3ბ, N10; ვ. დოლიძის ქ. N15-N19; მ. ასათიანის ქ.  N10ა; 

ა. მიცკევიჩის ქ. N23-N24; თ. იოსებიძის ქ. N51ა,ბ;  გ. ფერაძის ქ. N7; ზ. ბენდელიანის ქ. N1-N3; გამსახურდიას გამზ. N35, II კვ კორპ. N7, I კვ კორპ. N6ა; ს. ცინცაძის ქ. N59, N83; ფანასკერტელ-ციციშვილის ქ.  N11, N18ა; ბალანჩივაძის ქ. კორპ. N8.

საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე ბუდაპეშტის ქ. N10-ში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და შესრულებული სამუშაოები დაათვალიერა.

აღსანიშნავია, რომ ლიფტების სარეაბილიტაციო პროექტების დაფინანსება ეტაპობრივად ხორციელდება, განსაზღვრული პრიორიტეტების ფარგლებში, წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად და საბიუჯეტო რესურსების გათვალისწინებით.

სამუშაოები „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 007 097 ლარი გამოიყო.