სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საპასუხო წერილი მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარ რაბინ იაკობ გაგულაშვილს:

იერუშალაიმისა და აშდოდის მთავარ რელიგიურ მოსამართლეს,

მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარ რაბინ

იაკობ გაგულაშვილს

მადლობას გიხდით საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მოლოცვისათვის, რომელიც, როგორც თქვენგან შევიტყვეთ, ებრაელი ერისათვის და ჩვენი ხალხისთვისაც მეტად მნიშვნელოვან ზეიმს ემთხვევა - ათი მცნების მიღების და წმ. დავით წინასწარმეტყველის დაბადებისა და გარდაცვალების აღნიშვნას.

ჩვენგანაც მიიღეთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და ამ დღესასწაულების გულითადი მილოცვა.

თქვენ ჩვენი ქვეყნის გამორჩეული გულშემატკივარი ბრძანდებით და ეს უკვე ყველამ იცის ჩვენს ქვეყანაში. მახარებს, რომ სულიერად ქართველ ებრაელებს საქართველოსთან ასეთი ადამიანი აკავშირებს.

უფალი გეწეოდეთ.

წმინდა დავით წინასწარმეტყველის მეოხებით ღმერთმა დალოცოს ჩვენი ხალხები და მშვიდობით აკურთხოს მათი მომავალი.

ღმერთმა დალოცოს ისრაელი და საქართველო.

დიდი პატივისცემით

 ილია II

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი

და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის