საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ  პროკურატურის თანამშრომლების სახელით ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციარებს საახალწლოდ საჩუქრები გადასცა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე მოადგილეებთან და პროკურატურის სხვა წარმომადგენლებთან ერთად წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრა და ცენტრში მცხოვრებ ბენეფიციარებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა.

გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ პროკურატურის თანამშრომლების სახელით ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრში მცხოვრებ ბენეფიციარებს საჩუქრად საკვები პროდუქტები, ტკბილეული და მაცივარი გადასცა. 

წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრის დირექტორმა, ნანა გოგოჭურმა, პროკურატურის წარმომადგენლებს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. 

აღსანიშნავია, რომ ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრში 80 - ამდე ბენეფიციარი ცხოვრობს და საქართველოს პროკურატურა  ყოველწლიურად სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებას ატარებს, რაც მომავალშიც გაგრძელდება.