თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე დედაქალაქის მუნიციპალიტეტის განათლებისა და კულტურის  კომისიის თავმჯდომარესთან, კახა ლაბუჩიძესთან, ერთად თბილისის N 41 საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

ბაღის აღსაზრდელებმა ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს დედაენის, დედამიწისა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეებისადმი მიძღვნილი მხატვრული კომპოზიციები წარუდგინეს.

ღონისძიების შემდეგ გიორგი ტყემალაძემ და კახა ლაბუჩიძემ ბაგა-ბაღის შენობა დაათვალიერეს და სააღმზრდელო პროცესს გაეცნენ.