საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე აცხადებს, რომ ლამის სააფთიაქო ნარკომანიის მსხვერპლი გახდა.

"გასულ წელს შევამჩნიე რომ ძალიან ბევრი ადამიანი იტანჯება იმით, რაც მე გამოვიარე. ვგულისხმობ დეპრესიას და შფოთვით აშლილობას. მინდა ვუთხრა მაყურებელს, რომ არაფერი სამარცხვინო, დასამალი და შესაშინებელი ამ მოცემულობაში არაფერია.

ეს არის დაავადება, რომელიც მსოფლიოში 10-12%-ს ემართება. ეს ადამიანები გადიან მართლა ენით აღუწერელ ტანჯვას. თავისი მოცემულობით ეს ფსიქო სომატური დაავადება, რომელიც გულისხმობს სერატონინის მიტაცებას და კორდიზოლის გამრავლებას ორგანიზმში. 

ხშირ შემთხვევაში შეიძლება ადამიანები ეძებდნენ მიზეზებს და მერე შეაშინონ ამ ტერმინებმა და დააბნიონ, იმიტომ რომ ადამიანები ხანდახან თვითმკურნალობას მიმართავენ. ექიმს არ ენდობიან ბევრი მიზეზის გამო, მათ შორის იმის გამო, რომ არსებობს სტერეოტიპი და შიში ფსიქიატრთან მისვლის, ეს საკმაოდ მძიმე საბჭოთა მემკვიდრეობაა, ფსიქიატრია და მენტალური დაავადებები, მათ შორს მსუბუქიც კი გარკვეულწილად სტიგმატიზირებული იყო და ვფიქრობ, ამაზე ხმამაღლა საუბარი და გასაჯაროება ძალიან დაეხმარება ადამიანებს. მათ შორის მეხმარება მეც, გარკვეულ წილად დღესაც დამრჩა შფოთვები და დღესაც ვებრძვი იმ დემონებს, რომელთანაც ცეკვა აუცილებლად უნდა ვისწავლო. 

ჩემი მეორე პრობლემა, ამაზე უნდა ვისაუბრო ღიად, ლამის გავხდი სააფთიაქო ნარკომანიის მსხვერპლი. მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ეს ჩემგან უცნაურად ჟღერდეს, იმიტომ რომ არასდროს ნარკოტიკის მომხმარებელი არ ვყოფილვარ და სასმელსაც იშვიათად ვეტანები, საბოლოო ჯამში ამ პერიოდში, რეალურად იმდენად ვცდილობდი იმ რეალობიდან გაქცევას, რომ მივეძალე ამ სააფთიაქო წამლებს, რომლებიც რაღაც დროს საჭიროა, მაგრამ მათი გადაჭარბებული მიღება.... ამას მიწერდა ექიმი, მაგრამ დოზებს ვზრდიდი თვითნებურად... მისი თვითნებურად მიღება აბსოლუტურად აორმაგებს და ასამმაგებს იმ ტანჯვას, რაც გაქვს, ბურუსში გადადიხარ..." - განაცხადა გიორგი კეკელიძემ გადაცემაში "ჩვენი ოჯახი".