საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მისი მეუღლე ანა ჯაუბაური ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
"მაშ ასე, ჩვენო ძვირფასო გულშემატკივრებო - როგორც ხედავთ, ძველი ცოტნე გვიბრუნდება თანდათან...?
თუმცა, სამი უმნიშვნელოვანესი პროცედურა, რომელთა ჩატარებაც იყო თურქეთიდან გერმანიაში ცოტნეს გამომგზავრების მთავარი მიზანი, ჯერ არც კი ჩატარებია, და, მხოლოდ უახლოეს მომავალში იგეგმება...?
ურთულესი 10 თვე გამოვიარეთ. იყო იმედიც, სასოწარკვეთაც, სიცოცხლისთვის სახიფათო გართულებებიც, რომელიც 21 თებერვალს კათეტერის დაბინძურების შედეგად განვითარებული უმძიმესი სეფსისით დასრულდა. საბედნიეროდ, თურქმა ექიმებმა ამ შემთხვევაშიც შეძლეს ცოტნეს გადარჩენისთვის აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებების მიღება, რის შემდეგაც ცოტნეს სიცოცხლისთვის სახიფათო, მოსალოდნელ თუ მოულოდნელ გართულებათა ჯაჭვი სასწაულებრივად გაწყდა და... დაიწყო ცოტნეს მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ უწყვეტი და მყარი ნაბიჯებით ნელი სვლა...
დღეს ცოტნეს აბსოლუტურად ნათელი გონება აქვს. აღდგენილი აქვს ყველა სასიცოცხლო ფუნქცია, ხოლო მოტორულ და კოგნიტურ უნარებს ნელნელა, მაგრამ ყოველდღიურად აუმჯობესებს.
Ihr Kampf gleicht einer Heldentat, und Ihre Bestrebung zum Sieg ist ein Wunder - ასე გვითხრა მე და ცოტნეს ერთმა გერმანელმა ექიმმა ? და, ჩვენც სწორედ ამგვარი ბრძოლის გადაწყვეტილება მივიღეთ სასწაულებრივ გამარჯვებამდე ??❤️
P.S. და ბოლოს, უუუდიდესი, ბედნიერების გრძნობით აღსავსე მადლობა მინდა ვუთხრა იმ ათიათასობით ადამიანს, რომელნიც ყოველდღიურად გვწერენ, გვამხნევებენ, დახმარებას ცდილობენ. ბევრნი (მათ შორის ისეთებიც, რომელთაც სულაც არ ულხინთ), ანგარიშის გახსნასა და თანხის შეგროვებას დაჟინებით გვთავაზობენ, ცოტნეს გამოჯანმრთელებაში საკუთარი წვლილის შეტანის უკეთილშობილურესი განზრახვით... და, მადლობა იმ ხალხსაც, ვინც მე და ცოტნეს ძმებს მოგვანიჭა ბედნიერება, კატეგორიული უარის თქმის ფუფუნება გვქონდეს ყოველგვარი დამატებითი ანგარიშის გახსნაზე ცოტნეს სახელით, რომლის საჭიროება სინამდვილეში არასდროს ყოფილა...(#ქართუ ❤️)
არ ვიცი, რას და როგორ შევძლებდით ამ უთანასწორი ბრძოლაში მე და ცოტნე, რომ არა ოჯახი: #გიორგიგამსახურდია,
Konstantine Gamsakhurdia
,
ანი აბულაძე
- უთქვენოდ ვერ ვიქნებოდით ასეთი მაგრები. გვიყვარხართ ჩვენ თქვენ ❤️
Sopo Jabauri
მადლობა, დე, ასე გმირულად რომ უძლებ ამხელა განშორებას ❤️ - წერს ანა ჯაბაური.
შეგახსენებთ: 11 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გადაწყვეტილებით, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბრალდებულ ტატო ღარიბაშვილსა და გიორგი სოლოღაშვილს 15-15 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
2020 წლის 19 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ჩხეიძემ, ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულ თორნიკე ქვათაძის მიმართ, საკმარისი მტკიცებულებების არ არსებობია გამო, სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა. ცნობისთვის, 2019 წლის 19 დეკემბერს ცოტნე გამსახურდია საკუთარ საცხოვრბელ სახლთან ახლოს დაჭრეს. ის ამ დრომდე გადის მკურნალობას გერმანიაში,  შმიდერის კლინიკაში.