იმერეთში მამაკაცის ნასროლმა ტყვიამ ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

 არსებული ინფორმაციით სამი მამაკაცი გვიან ღამემდე წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მდებარე ერთ-ერთ რესტორანში იმყოფებოდა. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირები რესტორნიდან გამოსვლის შემდეგ იქვე შეჩერდნენ. სავარაუდოდ კონფლიქტის დროს ერთ-ერთს ცეცხლსასროლი იარაღი გაუვარდა რასაც მასთან მყოფი ორივე პირის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მამაკაცი სამართალდამცველებმა მალევე დააკავეს. მას ბრალად ორი ადამიანის განზრახ მკვლელობა ედება. გამოძიება სსსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს.