საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი სექსუალური ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვანთა ფსიქოლოგიურ სოციალური მომსახურების ცენტრს ესტუმრა და პროკურატურის თანამშრომლების სახელით საჩუქრები გადასცა

ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, პროკურატურის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სექსუალური ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვანთა ფსიქოლოგიურ სოციალური  მომსახურების ცენტრს  ესტუმრა და საჩუქრები გადასცა.
პროკურატურის თანამშრომელთა სახელით, ცენტრს საკანცელარიო და ოთახის აქსესუარები, ასევე რბილი სათამაშოები და ბავშვის განვითარებისთვის საჭირო სხვა ნივთები  გადაეცა. 
ნათია მერებაშვილმა, თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების უფროსს, ინდირა რობაქიძეს ცენტრში სექსუალური ძალადობი მსხვერპლ ბავშვებთან საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებების ჩატარების პრაქტიკაზე, შედეგებსა და არსებულ გამოწვევებზე ესაუბრა.
თავის მხრივ, ინდირა რობაქიძემ საქართველოს პროკურატურას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
 საქართველოს პროკურატურა, მართლმსაჯულების პროცესში სექსუალური ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვანთა მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილების მიზნით, ცენტრთან აქტიურ თანამშრომლობას გააგრძელებს.