თბილისში, ვაკეში, მოსაშვილის ქუჩაზე სროლა იყო. 

თვითმხილველების ინფორმაციით, სროლა ერთ-ერთ კაფეში ვერანდაზე მოხდა. ახალგაზრდა ბიჭმა 7-ჯერ გაისროლა. სროლის შედეგად სავარაუდოდ, დაშავდა ერთი ადამიანი. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც აიპრესს შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  19-108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს რაც, განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.