საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს რაჟდენ კუპრაშვილს შეხვდა.

გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე და კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს უფროსი გიორგი გოჩაშვილი ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და ანტიკორუფციული მიმართულების შესაძლებლობების შემდგომი გაძლიერება უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. ასევე, მხარეებმა ისაუბრეს გამოძიების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების  დანერგვა-გამოყენებაზე,ადამიანური რესურსების განვითარებაზე. 

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.