ბათუმში, რესტორან "რეტროს" მენეჯერმა თანამშრომელზე ფიზიკურად იძალადა. ფაქტის ამსახველი ვიდეო, სოციალურ ქსელში, რესტორნის ყოფილმა თანამშრომლებმა გაავრცელეს.

როგორც "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ აქტზე გამოძიება დაიწყო და დაკავებულია 1 პირი.

ცნობისთვის, როგორც "რეტროს" ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რესტორნის ხელმძღვანელობამ თანამშრომლებად ეროვნებით რუსი პერსონალი აიყვანა,  ქართველებს დამამცირებლად ექცევიან.

დღეს, 5 ივნისს, "რეტროდან" გათავისუფლებული თანამშრომლები ბრიფინგს გამართავენ, სადაც არაადამიანური მოპყრობის შესახებ საუბარს აპირებენ. 
"რეტროს" ადმინისტრაციას, განმარტება მომხდართან დაკავშირებით, ამ დრომდე არ გაუკეთებია, რესტორნის ფეისბუქ გვერდზე მითითებულ სატელეფონო ნომერზე კი, არ პასუხობენ.