ყვარლის შემდეგ დიდი ოდენობით მოსულმა ნალექმა და ძლიერმა ქარმა  ამჯერად  ლაგოდეხისა  და  სიღნაღის მუნიციპალიტეტები  დააზარალა.

პრობლემები შეიქნა გზებზე, გვიან ღამით ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილმა ხეებმა მოძრაობა შეაფერხა ცენტრალურ მაგისტრალებზე. ხე დაეცა ტრაილერს, თუმცა შემთხვევას მსხვერლი არ მოყოლია. ამ დრომდე  ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი მოსახლოების დიდი ნაწილი.

ხეებისა და წვიმის შედეგად ჩამოტანილი ნაშალი მასალისგან გზების გაწმენდა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური და პოლიცია.

სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ზუსტი ოდენობა ამ დროისთვის უცნობია.