2023 წელს შიდა ქართლის რეგიონში დაგეგმილია 24 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა. ასევე, იგეგმება 3 საბავშო ბაღის სრული რეაბილიტაცია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით, 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება. პროგრამის ფარგლებში, შიდა ქართლის რეგიონში მიმდინარე წელს 24 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყება, ხოლო სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება 3 სააღმზრდელო დაწესებულებას.

მიმდინარე წელს შიდა ქართლის რეგიონში შემდეგი საბავშო ბაღები აშენდება: 1. გორის მუნიციპალიტეტში სოფელ ვარიანის საბავშვო ბაღი; სოფელ შავშვების საბავშვო ბაღი; სოფელ ფლავის საბავშვო ბაღი; სოფელ ზერტის საბავშვო ბაღი;

2. კასპის მუნიციპალიტეტში

სოფელ ფერმის საბავშვო ბაღი; სოფელ ოკამის საბავშვო ბაღი; სოფელ ლამისყანის საბავში ბაღი; სოფელ მეტეხის საბავშვო ბაღი; სოფელ ახალციხის საბავშვო ბაღი; სოფელ ქვემო გომის საბავშვო ბაღი; სოფელ თალადის საბავშვო ბაღი; სოფელ ახალქალაქის №1 საბავშვო ბაღი.

3. ქარელის მუნიციპალიტეტში

ქ. ქარელის საბავშვო ბაღი სოფელ ქვემო ხვედურეთის საბავშვო ბაღი; სოფელ მოხისის საბავშვო ბაღი; სოფელ რუისის №1 საბავშო ბაღი; სოფელ ურბნისის საბავშვო ბაღი; სოფელ აბანოს საბავშვო ბაღი; სოფელ ქვენატკოცის საბავშვო ბაღი; სოფელ ბრეთის საბავშვო ბაღი; სოფელ წვერის საბავშვო ბაღი; სოფელ დვანის საბავშვო ბაღი;

4. ხაშურის მუნიციპალიტეტში

სოფელ ცხრამუხას საბავშვო ბაღი; დაბა სურამის საბავშვო ბაღი.

სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ 2021-2022 წლებში შიდა ქართლში 8 ახალი საბავშვო ბაღი აშენდა, ხოლო 8 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.