"გუშინდელმა სტიქიამ ძლიერ დაგვაზარალა, მთავარია არავინ დაშავებულა" - წერს  დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორი გიორგი სულამანიძე და ფოტოს ავრცელებს.

ცნობისათვის, სტიქია ლაგოდეხს მთელი ღამის განმავლობაში უტევდა.

ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილმა ხეებმა დააზიანა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მდგომი,  მსუბუქი ავტომობილებით დატვირთული 
სამი  სატვირთო მანქანა, შემთხვევას მსხვერპლი არ მოყოლია.